მნიშვნელოვანი სიახლეები
მთვარის მტვრისგან დამზადებული აგურები

მთვარის მტვრისგან დამზადებული აგურები

როდესაც კაცობრიობა მთვარეზე ბაზის მშენებლობას დაიწყებს, აუცილებლად დადგება სამშენებლო მასალის საკითხი. ყველაფრის დედამიწიდან ჩატანა ძვირიცაა და სახიფათოც. ამიტომ უკვე ახლა დაიწყეს შესაბამისი ტექნოლოგიების შექმნა, რაც მომავალ სელენიტებს დაეხმარებათ.

მთვარის მტვრის სიმულაციიდან, სამგანზომილებიანი ბეჭდვისა და მზის სხივების მეშვეობით თურმე შესანიშნავი აგურების დამზადება შეიძლება. შესაბამისად მთვარის კოლონისტებს  სახლების მშენებლობა ადგილობრივი მასალით სავსებით შეეძლებათ. 3D-პრინტერის თაროზე ინჟინერმა ადვენიტ მაკაიამ 01 მმ სისქის მთვარის მტვერი მზის კონცენტრირებული სხივების მეშვეობით 1000 გრადუს ტემპერატურაზე შეაცხო. 20х10х3ზომის აგურის შეცხობას ხუთი საათი დასჭირდა.

მასალად მთვარის მტვრის სიმულაცია გამოიყენეს. ვულკანური მასალა იმგვარად იქნა დამუშავებული, რომ ნამდვილი მთვარის მტვრის გრანულებს დამსგავსებოდა. გერმანიის აეროკოსმოსური სააგენტოს მზის ღუმელი ორი სამუშაო დანადგარისგან შედგება. 147 ამოზნექილი სარკე მზის სხივების მეშვეობით გრანულებს ერთმანეთზე შეაცხობს. მიღებული თაბაშირის მსგავსი  მასალა დეტალურ მექანიკურ გამოცდებს გადის.

ეს კვლევა პროგრამა Horizon 2020-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტ  RegoLight-ის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების პირველ ეტაპს წარმოადგენს.  პროგრამას ევროპული კოსმოსური სააგენტო აფინანსებს.

მსგავსი მთვარის მტვრისგან ადრეც სცადეს სამშენებლო მასალის დამზადება, მაგრამ მაშინ შემაკავშირებელი მასალა გახდა საჭირო, რომელიც მთვარეზე არ მოიპოვება. ახლა კი მხოლოდ 3D-პრინტერი, მზის სხივები და რეგოლიტია საჭირო.