მნიშვნელოვანი სიახლეები
მზის ბატარეებზე მომუშავე სტრატოსფერული თვითმფრინავი პირველად გაფრინდა (+ვიდეო)

მზის ბატარეებზე მომუშავე სტრატოსფერული თვითმფრინავი პირველად გაფრინდა (+ვიდეო)

5 მაისს, მზის ბატარეებზე მომუშავე სტრატოსფერული თვითმფრინავი პირველად გაფრინდა. შეიცარიის ქალაქ პაიერნში სატესტო გაფრენა სულ ექვს წუთს გაგრძელდა.

„აპარატი 250-300 მეტრზე აფრინდა“, განაცხადა მისმა მფრინავმა, შვეიცარიელმა გამომცდელმა რაფაელ დომჟანმა. მისი სიტყვებით პირველი გაფრენისას სიმაღლის რეკორდის დამყარება არ შედიოდა გეგმაში.

შემდეგი გამოცდა მომდევნო კვირისათვისაა დაგეგმილი, ხოლო სტრატოსფეროში პირველი გაფრენა 2019 წელს შედგება. მზის ენერგიის დიდი მოტრფიალე, დომჯანი 2010-2012 წლებში მზის ბატარეებზე მომუშავე იახტით დედამიწის გარშემო მოგზაურობდა. ახლა იგივეს გაკეთებას თვითმფრინავით აპირებს.

ერთმოტორიანი SolarStratos-ი 450 კილოგრამს იწონის და 8,5 მეტრია სიგრძეში. მისი ფრთების გაშლა 24,8 მეტრია.  ფოტოელემენტების ფართი 22 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მთავარი ამოცანა სტრატოსფეროს ქვედა ზღვრის მიღწევაა, რომელიც დაახლოებით 24 კილომეტრ სიმაღლეზეა.