მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA ასტეროიდების საწინააღმდეგო სისტემას 2017 წლის ოქტომბერში გამოცდის

NASA ასტეროიდების საწინააღმდეგო სისტემას 2017 წლის ოქტომბერში გამოცდის

 2017 წლის ოქტომბერში ობიექტი ნომრით 2012 TC4 დედამიწიდან 6800 კილომეტრის დაშორებით გაივლის. სწორედ მასზე გამოცდის NASA თავის ასტეროიდების აღმოსაჩენ სისტემას.

თავად ობიექტი პატარაა, 9-დან 30 მეტრამდე და სწორედ მასზე გამოცდის ნასა პლანეტარული დაცვის კოორდინაციული მართვის სისტემას.

მსგავსი ტესტები უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა და პრაქტიკული მოქმედებების ჩასატარებლად გამოიყენება იმ შემთხვევებისათვის, თუ მსგავსი ობიექტი დედამიწასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდება.

ამგვარი ტესტების მეშვეობით შესაძლებელი იქნება რეალური საფრთხის შემცველი ასტეროიდების ადრეულ სტადიებზე აღმოჩენა და მათი ორბიტების გამოთვლა. მაგრამ  აი შემდეგ როგორ უნდა მოვიქცეთ ეს კი უცნობია.