მნიშვნელოვანი სიახლეები
ნასა იუპიტერის ყინულიან თანამგზავრზე როვერს გააგზავნის

ნასა იუპიტერის ყინულიან თანამგზავრზე როვერს გააგზავნის

ამ დღეებში  ნასამ მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ექსპედიციის გაგზავნაა განხილული. მოხსენებაში დაწვრილებით აღწერილია როგორც ექსპედიციის გეგმა, ისე აპარატი, რომელიც შორეულ თანამგზავრზე გაემგზავრება. ნასა ამ ექსპედიციას რამდენიმე წელი ამუშავებდა და აი ბოლოს 254 გვერდიანი გეგმაც დაიდო

 აპარატს კოსმოსში 2024 წელს გაუშვებენ, იგი ევროპის ყინულიან ზედაპირს 2031 წელს მიაღწევს. იქ იგი სამი რამით დაკავდება: სიცოცხლის ნიშნების, საცხოვრებლად და ახალი კვლევებისათვის ვარგისი  რაიონების ძიებით.  ნასას მისია ამ ექსპედიციისათვის Space Launch System-ის ახალი თაობის რაკეტას გამოიყენებს.

ევროპაზე უზარმაზარი ოკეანე აღმოაჩინეს, რომელსაც ქვიანი ფსკერი აქვს. იმის გამო, რომ დედამიწაზე ოკეანის ფსკერი დასახლებულია, ამიტომაც ადვილი შესაძლებელია ევროპაზე ოკეანის სიღრმეშიც იყოს სიცოცხლე.  ოკეანის ფსკერზე ხომ ცოცხალ ორგანიზმებს დიდი ტემპერატურული და ბარომეტრული გადატვირთვების გაძლება შეუძლიათ.

 დასაშვებ აპარატს უნდა შეეძლოს პლანეტარული ზედაპირის ზედა ფენის 10 სანტიმეტრზე გაბურღვა მაინც, რათა ყინულის ნიმუშები აიღოს. ამის შემდეგ იგი მოპოვებული მასალის ანალიზს გააკეთებს და შეეცდება ყინულში ორგანული ანდა არაორგანული ჩანართები აღმოაჩინოს.