მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA  კოსმოსური სადგურების შესახებ ფონ ბრაუნის იდეას უბრუნდება

NASA კოსმოსური სადგურების შესახებ ფონ ბრაუნის იდეას უბრუნდება

 NASA-ს მოიჯარადრეებირაკეტა-მატარებლის ზედა საფეხურების პროექტირებისას მათ ბინადარ ორბიტალურ სადგურებად კონვერტაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებენ. პირველად ეს იდეა ვერნერ ფონ ბრაუნმა წამოაყენა, რომელიც სანამ ამერიკელი კონსტრუქტორი გახდებოდა 1937 წლიდან ნაცისტური პარტიის წევრი და ვიზიონერი (ჰალუცინაციებით შეპყრობილი ნათელმწილველი) გახლდათ.

გასულ კვირას NASA-ს ერთ-ერთი მოიჯარადრის, კომპანია NanoRacks-ს ბლოგში გამოჩნდაინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი მოეწერა Ixion-ის აგების კონტრაქტს. ეს კომერციული ბინადარი კოსმოსურისადგურიიქნება, რომელიც რაკეტა-მატარებლების ზედა საფეხურებისგან პირდაპირ ორბიტაზე აეწყობა. ხელშეკრულების ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღწევს.

 კომპანია United Launch Alliance (ULA)-სთანერთად NanoRacks იმგვარი სადგურის შექმნაზე მუშაობს, ხოლო კომპანია Space Systems Loral მომავალ სადგურზე სამუშაოდ რობოტიზირებულ სისტემებს ქმნის. სამუშაოს პირველი ეტაპი რაკეტა Centaur-ის ზედა საფეხურისსაერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდულად გადაქცევას ითვალისწინებს.

 როგორც ჩანს NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს სახელმწიფო სახსრებით შექმნილ ბოლო მსგავს პროექტად თვლის. შემდგომი კოსმოსური სადგურები კერძო მფლობელობაში იქნებიან.

გამოყენებული რაკეტების ორბიტალურ სადგურებად გარდაქმა ამერიკული კოსმოსური პროგრამის მამას ვერნერ ფონ ბრაუნს ეკუთვნის. იგი სანამ NASA-ში მუშაობას დაიწყებდა,ესესის შტურმბანფიურერი იყო. NanoRacks-ის გეგმა  ფონ ბრაუნის იდეისგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება.