მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA-მ მარსის ასათვისებლად მომავლის ტექნოლოგია შექმნა

NASA-მ მარსის ასათვისებლად მომავლის ტექნოლოგია შექმნა

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა კომპაქტული ბირთვული რეაქტორები შექმნეს, რომლებიც წითელი პლანეტის ათვისების საქმეში უკანასკნელ ბარიერს მოხსნის.

როგორც აღნიშნავენ, მას შემდეგ რაც  მარსზე წყალი აღმოაჩინეს, ენერგიის გამომუშავება მეცნიერთათვის ძირითადი ამოცანა გახდა.

 პროექტს Kilopower-ის ფარგლებში მომუშავე ბირთვული რეაქტორების ტესტირება სექტემბერში დაიწყება. თუკი რეაქტორები ტესტს გაივლიან, NASA მათ შესაძლებლობებს უკვე უშუალოდ მარსზე გამოცდის.

 NASA-ს მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  მარსზე ადამიანთა ექსპედიციას 40 კილოვატი სიმძლავრე დასჭირდება. სიმძლავრის მოთხოვნა სათბობის გამომუშავებით, ჰაერისა და წყლის არსებობით, ასევე როვერების და სამეცნიერო ხელსაწყოების აკომულიატორების დატენვით არის განპირობებული.

 NASA-ს ბირთვული რეაქტორტები 10 კილოვატი სიმძლავრისაა, ამიტომაც რვა კაცისგან შემდგარ ექსპედიციას მარსზე, ოთხი რეაქტორი დასჭირდება. მარსზე მხოლოდ მზის ენერგიაზე დაყრდნობა არ შეიძლება, ვინაიდან იგი დედამიწასთან შედარებით სამჯერ ნაკლებ ენერგიას იღებს.