მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA-მ მარსისათვის „ბეტმობილი“ დააპროექტა (+ვიდეო)

NASA-მ მარსისათვის „ბეტმობილი“ დააპროექტა (+ვიდეო)

ინტერნეტში უჩვეულო ყველგანმავლის ფოტოები გამოჩნდა, რომელიც სუპერგმირ ბეტმენის ავტომობილს წააგავს. როგორც გაირკვა ამ პროექტთან კავშირი ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს აქვს.

 NASA სრული ზომის მარსმავალს 2016 წლის ბოლოდან აპროექტებს. დაკუთხვილ კონცეპტ-ქარს ექვსი ბორბალი აქვს (1,3 მეტრი სიმაღლის და 75 სანტიმეტრი სიგანის). იგი მთლიანად ნახშირბადოვანი ბოჭკოსგან არის დამზადებული და მზის ბატარეებით იკვებება. მასში ოთხი ასტრონავტის ადგილია. ამას გარდა „ბეტმობილს“ მოსახსნელი ლაბორატორიაც გააჩნია, რომელიც მუშაობისას ძირითად მოდულს ეხსნება და მარსმავალის ენერგიას ზოგავს.

 NASA-ს აქამდე პროექტის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ ვიდეო და ფოტო მასალა უკვე გამოჩნდნენ სოციალურ ქსელებში. მარსმავალის ნახვა ასევე ფლორიდაში, კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრშიც შეიძლება.

  სამწუხაროდ მარსმავალს წითელ პლანეტაზე  110 კმ/სთ სიჩქარით განავარდება არ უწერია. პროექტი NASA-ს თხოვნით ამერიკაში მიმდინარე „ზაფხული მარსზე“ ტურებისათვის შეიქმნა. ეს ტურები მოწოდებულია ადამიანები კოსმოსური კვლევებით დააინტერესოს. კომპანია  Parker Brothers Concepts-ი, რომელმაც შექმნა კონცეპტი, ძირითადათ ფილმებისათვის უცნაური სატრანსპორტო საშუალებების შექმნით არის დაკავებული.