მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA-მ ოფიციალურად აღიარა, რომ ადამიანის მარსზე გაგზავნა ჯერჯერობით არ შეუძლია (+ვიდეო)

NASA-მ ოფიციალურად აღიარა, რომ ადამიანის მარსზე გაგზავნა ჯერჯერობით არ შეუძლია (+ვიდეო)

NASA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უილიამ გერსტემმაიერმა ამერიკის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის ინსტიტუტში შეხვედრისას განაცხადა, რომ NASA-ს 2030 წლისათვის მარსზე ადამიანის გასაშვებად დაფინანსება არ გააჩნია. უფრო მეტიც, სააგენტომ უბრალოდ არ იცის თუ პილოტირებადი ხომალდი მარსზე როგორ დასვას.

მარსზე მისია წინასწარ არის განწირული მარცხისათვის. მარსზე ხომალდის დაჯენის 16 მცდელობიდან მხოლოდ  7 დასრულდა წარმატებით. სულ ბოლოს  ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე თავისი ზონდი ოქტომბერში აქცია ნამსხვრევებად.

მაინც რაშია პრობლემა? მარსის ატმოსფეროში. მისი წნევა დედამიწის ატმოსფეროს წნევის სულ 1 %-ს შეადგენს. იგი საკმარისად მკვრივია, რათა ხომალდს თბოდამცავი ეკრანი დასჭირდეს (ტიტანის ანდა კომპოზიტური მასალის), მაგრამ იმდენად გაიშვიათებულია, რომ პარაშუტებსი გამოყენებას აზრი არა აქვს.

 წარსულში NASAსადამდეც შეიძლებოდა პარაშუტებს იყენებდა და შემდეგ კაფსულა ზედაპირს საჰაერო ბალიშებით ენარცხებოდა. მარსმავალი Opportunityსწორედ ამგვარად დაეშვა მარსზე.

 Curiosityის დასაშვებად კი NASA-მ საჰაერო ეკრანის სისტემა გამოიყენა, რომლის მეშვეობითაც როვერი მარსის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრით დაშორებული ხომალდიდან მარსზე დაუშვეს. პრობლემა იმაშია, რომ მთელი სისტემა Curiosity-სთან ერთად 2 ტონაზე ნაკლებს იწონიდა. ეკიპაჟიანი ხომალდის წონა კი 10-15 ტონამდე იქნება და აქამდე არავინ იცის თუ როგორ დაუშვან ასეთი წონის ობიექტი მარსის ზედაპირზე.

 ერთადერთი იმედი SpaceX-ზეა, რომელმაც რაკეტა დედამიწაზე ვერტიკალურად დასვა. კომპანისა მართლაც აქვს თავის გეგმებში 2020 წლისათვის მარსზე რაკეტის გაშვება. აი შეძლებს თუ არა იგი მარსის ატმოსფეროს პრობლემის დაძლევას, ამას დრო გვანახებს.