მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA-მ წითელი პლანეტის იმიტაცია შექმნა

NASA-მ წითელი პლანეტის იმიტაცია შექმნა

ტომ სკოტმა, ასტრონომიის ცნობილმა პოპულარიზატორმა მარს-იარდზე შეიხედა. ეს ხელოვნური ზონა NASA-ს ლაბორატორიულ კომპლექსშია შექმნილი და წითელი პლანეტის ზედაპირის იმიტაციას ახდენს.

სხვა პლანტეების ზედაპირზე სამოგზაურო რობოტების შექმნა საკმაოდ  ძნელი საქმეა. მაგრამ როგორ გავიგოთ შექმნილი კონსტრუქცია რამდენად შეესაბამება რეალური ექსპედიციის პირობებს?  ამის გასაგებად NASAშეეცადა და მარსმავალი როვერების გამოსაცდელად ხელოვნური პოლიგონი, ე.წ. მარს-იარდი შექმნა. იგი წითელი პლანეტის იმიტაციას წარმოადგენს. ტომ სკოტმა ამ „დედამიწურ მარსზე“ გაისეირნა და ვიდეორგოლიც გაამზადა.

მარს-იარდის ზომები 20X22 მეტრზეა, მაგრამ ამ მცირე ზომის ადგილზე მარსის ზედაპირის ზუსტი მახასიათებლების მქონე ზედაპირი შეიქმნა. ქანების სტრუქტურა და ფერიც კი გაიმეორეს. MAGGIE, როვერ Curiosity-ს ორეული მისგან სულ რაღაც 10%-ით განსხვავდება. კერძოდ მას განსხვავებული  ბორბლების მექანიზმი აქვს, რომელიც ერთნაირი ეფექტურობით მუშაობს როგორც დედამიწაზე, ისე მარსის პირობებშიც.

თუკი თქვენ გსურთ თავი როვერის პილოტის როლში გამოსცადოთ და მარსის ზედაპირზე გასეირნებას მოისურვებთ, ამისათვის  Jet Propulsion Laboratory-ში სპეციალური ონლაინ-სიმულაცია არსებობს.