მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA მსოფლიო ეკონომიკის დამაქცეველი ასტეროიდისაკენ ფრენას დააჩქარებს (+ვიდეო)

NASA მსოფლიო ეკონომიკის დამაქცეველი ასტეროიდისაკენ ფრენას დააჩქარებს (+ვიდეო)

მზის სისტემაში, მარსსა და იუპიტერს შორის, ასტეროიდების სარტყელში მდებარეობს ობიექტი, რომელიც იმდენ რკინას და ძვირფას ლითონებს შეიცავს, რომ მისი დედამიწაზე ჩამოტანა მსოფლიო ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევს.

 NASA ასტეროიდ „16 ფსიქეაზე“ საკვლევი აპარატის გაგზავნას აპირებს. სავარაუდოთ მასზე არსებული რკინის და ძვირფასი ლითონების ღირებულება 10 000 კვადრალიონ დოლარს შეადგენს. ასტეროიდის დედამიწაზე „ჩამოტანა“ მსოფლიო ეკონომიკას, რომელიც მხოლოდ 74 ტრილიონი დოლარის ღირებულებისაა, დააქცევს.

24 მაისს კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ასტეროიდზე მისია ერთი წლით ადრე - 2022 წლისათვის განხორციელდება . აპარატი ასტეროიდს 2026 წელს მიაღწევს. NASA-ს სპეციალისტებმა ზონდის სამოძრაოდ სპეციალური ტრაექტორია შეარჩიეს, რომელიც მარსის „გრავიტაციულ დახმარებას“ გამოიყენებს.

 დედამიწიდან ასტეროიდამდე მანძილი მზემდე მანძილს სამჯერ აღემატება. მეცნიერთა ვარაუდით 250 მეტრიანი ციური სხეული რკინის გარდა  შეიცავს ოქროს, პლატინას, სპილენძს, კობალტს, ირიდიუმს და რენიუმს.

„16 ფსიქეა“ 1852 წლის 17 მარტს იტალიელმა ასტრონომმა ანიბალე დე გასპარისმა ნეაპოლში მდებარე კაპოდიმონტეს ობსერვატორიაში აღმოაჩინა და სახელი ფსიქეას საპატივცემულოდ უწოდა. ფსიქეა ძველბერძნულ მითოლოგიაში სულის განსახიერებას წარმოადგენდა და მას პეპლის ფრთიანი ქალწულის სახით წარმოედგინათ.