მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA ქმნის რობოტს, რომლის შთაგონების წყარო 2300 წლის წინანდელი უძველესი ბერძნული მექანიზმია (+ვიდეო)

NASA ქმნის რობოტს, რომლის შთაგონების წყარო 2300 წლის წინანდელი უძველესი ბერძნული მექანიზმია (+ვიდეო)

ზღვის სიღრმეებით დაწყებული თუ შორეული უცხო სამყაროებით დამთავრებული, ადამიანებს ახალი ტერიტორიების შესასწავლად, იმისათვის რომ იარსებონ ამ უცხო მხარეებში, ხშირად ტექნოლოგიების დახმარება სჭირდებათ.

ზოგი გარემო, როგორიცაა ვენერაზე, მანქანებისთვსაც კი გაუსაძლისია, რომელთა მგრძნობიარე ელექტრონული სისტემა ვერ გაუძლებს დიდ ტემპერატურას, მაღალ წნევას და ფოსფორის მჟავის ღრუბლებს.

მეცნიერები ეხლა ქმნიან ხელსაწყოს პროტოტიპს, სადაც „სამეცნიერო ფანტაზია კოსმოსური ხომალდების ტექნოლოგიას ხვდება“, ამ ყველაფერს 2000 წლის წინანდელი მექანიზმის დიზაინიც ემატება.

ექსტრემალური გარემოსთვის ავტომატური რობოტის პირველი დიზაინი 2015 წელს NASA -ში ჯონათან საუდერმა შექმნა. დოქტორი საუნდერი და მისი გუნდი ეხლა არჩევენ ნაწილებს მისი პროტოტიპისთვის.

„ვენერა არასტუმართმოყვარეა რთული საკონტროლო სისტემისთვის, როგორიც გვაქვს მარსზე,“ თქვა მან.

„მაგრამ სრულად მექანიკურმა მავალმა მანქანამ შესაძლოა მთელი წელი გაძლოს“.

რობოტის პროტოტიპის შექმნაში იმუშავებს NASA-ს ინოვაციური გაუმჯობესებული იდეების პროგრამა (NIAC), რომელიც მეორე წელია რაც მიმდინარეობს.

მათი შთაგონების წყარო უძველესი ბერძნული მექანიზმიდან მომდინარეობს, რომელიც 2300 წლის წინ წარსულისა და მომავლის ასტრონომიული მოვლენების დასადგენად შეიქმნა.

ვენერას  გაუსაძლის გარემოში ელექტრო ხელსაწყოები დადნება ან ფოსფორის მჟავაში დაიჟანგება. აქამდე გაგზავნილი კოსმოსური ხომალდები რამოდენიმე საათში განადგურდნენ. ყველაზე გამძლემ 127 წუთი იმუშავა.

ამიტომაც გადაწყდა საათის მექანიზმიანი კომპიუტერისა და გამძლე მეტალისგან დამზადებული AREE-ს შექმნა, რომელმაც 800 გრადუს ფარენგეიტს უნდა გაუძლოს. მექანიზმი ქარის ელექტრო ენერგიაზე იმუშავებს, რომელსაც მასზე დამაგრებული ტურბინებით მიიღებს. ამის მეშვეობით მეცნიერები ასევე შეძლებენ დაადგინონ ვენერას ზედაპირის ქარის სიჩქარე, ტემპერატურა და სეისმური მოვლენები.

თუმცა ამ ინფორმაციის დედამიწაზე გამოგზავნა რთული იქნება. ამაზე რამოდენიმე ვარაუდია. ერთ-ერთია ფონოგრაფიული სტილის ჩანაწერების დამზადება, რომლებიც პარაშუტების მეშვეობით გაიგზავნება, ან ხმოვან სიგნალებს გააგზავნიან პლანეტის ზედაპირიდან.

მეცნიერებს ჯერ კიდევ მრავალი სამუშაო აქვთ. ისინი იმედოვნებენ, რომ წარსული ახალი იდეებისთვის კიდევ მრავალჯერ გახდება შთაგონების წყარო.