მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან საგანგებო გასვლას განახორციელებენ

NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან საგანგებო გასვლას განახორციელებენ

NASA-ს  ორი ასტრონავტი, პეგი უიტსონი და ჯეკ ფიშერი ორი საათით ღია კოსმოსში გავლენ, რათა დაზიანებული კომპიუტერი გამოცვალონ.

გაუმართავი MDM-რეტრანსლატორი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ძირითად სისტემებს აკონტროლებს.

მოწყობილობა 20 მაისს დაუდგენელი მიზეზით მწყობრიდან გამოვიდა. ახლა კომპიუტერის  ფუნქციების დუბლირებას სარეზერვო კომპიუტერი ანხორციელებს. ეკიპაჟისათვის საფრთხე არ არსებობს.

სადგურის მეთაური პეგი უისონი და ბორტინჟინერი ჯეკ ფიშერი (ორივე NASA-ს ასტრონავტები) ორი საათით გავლენ ღია კოსმოსში და დაზიანებულ ბლოკს გამოცვლიან. 21 მაისს უიტსინმა უკვე ააწყო და გამოსცადა სათადარიგო ელექტრობლოკები. 12 მაისს ასტრონავტები უკვე იყვნენ ღია კოსმოსში გამოსულები და სადგურის გარსზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

სულ ბოლოს ავარიული გასვლა 2015 წლის დეკემბერში შედგა. მაშინ აშშ-ს ასტრონავტებმა კოსმოსური მანიპულატორი შეაკეთეს.