მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA-ს ბომბდამშენები მზეს დაეწევიან

NASA-ს ბომბდამშენები მზეს დაეწევიან

 2017 წლის 21 აგვისტოს მზის სრული დაბნელება მხოლოდ სამ წუთს გასტანს. მაგრამ ამირ კასპი და მისი გუნდი NASA-ს მეცნიერებიდან, მას მთელი შვიდი წუთი დააკვირებიან. ისინი მოდიფიცირებულ ბომბდამშენ WB-57 °F-ზე  15 კილომეტრის სიმაღლეზე  ავლენ და მზეს უკან გამოუდგებიან.

იმ რამდენიმე წუთს, როცა მთვარე მზის უდიდეს ნაწილს გადაეფარება, თვითმფრინავის ცხვირზე დადგმული ტელესკოპები ისტორიაში მზის გვირგვინის ყველაზე მკაფიო და  დეტალურ ფოტოებს გადაიღებენ და მერკურის ზედაპირზე ტემპერატურას გაზომავენ.

ბომბდამშენ WB-57F Canberra-ს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი შეუსრულდა: ისინი ვიეტნამს ბომბავდნენ და ავღანეთში მოძრავი რადიოსადგურების როლს ასრულებდნენ. ახლა კი ისინი მშვიდობიანი საქმიანობისთვისაა: ერთადერთი ტვირთი რომელიც მათ ბორტზეა - ეს NASA-ს სპეციალისტები და მათი მოწყობილობებია.

 მზის გვირგვინი მთელი ორი თავით უფრო ცხელია, ვიდრე მის ქვეშ მდებარე ფოტოსფერო. მისი ტემპერატურა მილიონი გრადუსებით იზომება, მზის ფოტოსფეროს სიმხურვალე კი რამდენიმე ათასი გრადუსია. რატომაა ასე  დღემდე გაურკვეველია. ჯერჯერობით მისი რამდენიმენაირი ახსნა არსებობს. ბოლო ვერსია NASA-ს სპეციალისტებმა ზონდ IRIS-ის მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთეს. მათი აზრით მზის ენერგიის გვირგვინში გადასვლა იმ პატარა,მაგრამ მძლავრი აფეთქებებით არის გამოწვეული, რომლებიც მზის მაგნიტური ველის ცვლილებების ადგილებში წარმოიქმნება.

 ნანოაფეთქებების დანახვა ძალიან ძნელია, ისინი მზის კაშკაშა შუქზე იკარგებიან. აქამდე მათი დაფიქსირება მხოლოდ ზონდ IRIS-მა შეძლო. უფრო დეტალურ ფოტოებს აგვისტოს მზის დაბნელებისას ელოდებიან, როცა მთვარე მზის ყველაზე კაშკაშა სინათლეს  დაჩრდილავს. ყოფილი ბომბდამშენები მზის დაბნელების პროცესს გაახანგძლივებენ და მზის გვირგვინის გაზურების პრობლემას საბოლოოდ ნათელი მოეფინება.