მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA-ს მეცნიერმა უცხოპლანეტელებისთვის დედამიწის ადგილმდებარეობის გამჟღავნებისათვის ბოდიში მოიხადა

NASA-ს მეცნიერმა უცხოპლანეტელებისთვის დედამიწის ადგილმდებარეობის გამჟღავნებისათვის ბოდიში მოიხადა

1970 წელს NASA-მ კოსმოსში ოთხი აპარატით პროექტი  MAPS განახორციელა, რომელიც Voyager-ის ოქროს ფირფიტის სახელით არის უფრო ცნობილი. იგი სამყაროში დედამიწის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. მას შემდეგ 40 წელი გავიდა და უცხოპლანეტელები, თუკი ისინი სადმე არსებობენ, უკვე შეძლებდნენ ჩვენს მოგნებას. მაგრამ ამ პროექტშიმონაწილე მეცნიერები უკვე სწუხან, რომ ჩვენი პლანეტის ადგილმდებარეობა გაამჟღავნეს.

 დოქტორი ფრენკ დრეიკი, რომელმაც რუკები(MAPS) შეიმუშავა ჰყვება, რომ პროექტის განხორციელების იდეა ძალიან სახიფათო იყო. ყველა ოთხივე კოსმოსურმა აპარატმა უკვე დატოვეს მზის სისტემა და  სივრცეში სულ უფრო შორს მიექანებიან და თან დედამიწის კოორდინატები მიაქვთ. ფირფიტების მომზადების კომისიას სათავეში კარლ საგანი ედგა.

 „იმ დროს ამ პროექტით დაკავებული ადამიანები ოპტიმისტები იყვნენ. არავინ არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ეს შესაძლოა სახიფათო ყოფილიყო“ - გვიხსნის დრეიკი.

 აპარატებში მოთავსებულ სქემებზე მამაკაცი და ქალია გამოსახული, მათ გვერდით კი მახლობელი პულსარების მიმართ დედამიწის მდებარეობის კოორდინატებია. ეს კოსმოსური ობიექტები ხანგძლივი არსებობით  და კაშკაშით არიან ცნობილები და ამიტომაც მილიონობით წლის შემდეგაც უცხოპლანეტელებს დედამიწისკენ გზას მიასწავლიან.

რუკების გარდა Voyager-ებს მიაქვთ ბუნების ხმები, ქალაქების, მატარებლების, ფორნის ჭრიალის და ცხენის ჭიხვინის ხმა. ვულკანების ამოფრქვევის და ჭექა-ქუხილის ხმები.

დრეიკს იმედი აქვს, რომ უცხოპლანეტელების მიერ აპარატების აღმოჩენის შანსი ძალიან მცირეა: ზონდებს ნახევარი მილიონი წელი დასჭირდებათ, რათა ერთი ვარსკვლავიდან მეორემდე მივიდნენ.