მნიშვნელოვანი სიახლეები
ნატომ წყალქვეშა კავშირის უნივერსალური სისტემა JANUS-ი დაამტკიცა

ნატომ წყალქვეშა კავშირის უნივერსალური სისტემა JANUS-ი დაამტკიცა

ნატომ წყალქვეშა კავშირის დიაპაზონთა დაყოფის ახალი სტანდარტი დაამტკიცა. როგორც იქნა ყველა წყალქვეშა აპარატებს, დრონებს და რობოტებს ერთმანეთთან კავშირის არ ქონის საშიშროება აღარ დაემუქრებათ.

 თანამედროვე გაჯეტები ერთმანეთს ოსტატურად უკავშირდებიან. ტელეფონი, პლანშეტი, ნოუთბუქი, ტელევიზორი, ავტომაგნიტოლა - ყველა ისინი ერთმანეთს აქტიურად ურთიერთქმედებენ. ისინი  Wi-Fi-ითანდა Bluetooth-ით ინფორმაციას ცვლიან, ანდა მფლობელს უკავშირდებიან. ყველაფერი ეს რადიოსიგნალების მეშვეობით ამა თუ იმ სიხშირეზე ხდება. მაშინ რატომაა რომ მობილური კავშირგაბმულობა არ იკვეთება მაგალითად  Wi-Fi-სთან? იმიტომ რომ არსებობს სტანდარტების სისტემა, რომლის მიხედვითაც მოწყობილობა  ტრანსლაციას გარკვეულ სიხშირეზე იღებს. რადიოსიხშირის სპექტრი მკაცრად არის დაყოფილი, რის გამოც ინფორმაციის აღრევის საშიშროება არ არსებობს.

 იგივე წესი მოქმედებს წყალქვეშაც. უამრავი წყალქვეშა ნავი, კვლევითი ხომალდი, რობოტი, რადიოტივტივა და გადამწოდი ერთმანეთთან მუდმივ კავშირში იმყოფებიან. მაგრამ წყალქვეშ რადიოსიგნალები არ ვრცელდება, ამიტომაც რადიოსიგნალებისათვის შედგენილი სტანდარტები ამ შემთხვევაში გამოუსადეგარია. წყალქვეშ ინფორმაცია აკუსტიკური ტალღების მეშვეობით გადაიცემა, მაგრამ ბოლო დრომდე მწყობრი და გამართული სისტემა ამ სფეროში არ არსებობდა.

 ახლა ყველაფერი შეიცვალა. ნატომ წარმოადგინა სტანდარტი JANUS, რომელსაც სახელი ძველი რომაული ღმერთის საპატივცემულოდ ეწოდა.  იგი წყალქვეშა კავშირის ყველა შესაძლო დიაპაზონსჰყოფს და ყველა მოწყობილობას ერთმანეთთან კავშირის საშუალებას აძლევს. JANUS-ის პროტოკოლი ერთიანსიხშირეს - 11,5 კილოჰერცს აწესებს, რომელიც ორ სისტემას შორის კავშირისათვის არის დარეზერვებული. ასევე ცალკეა სიხშირეები გამოყოფილი,რათა სისტემამ მახლობელი მოწყობილობების ყოფნა შეიტყოს. როგორც კი ორი ხომალდი ანდა რობოტი ერთმანეთთან კონტაქტში შევლენ, ისინი მაშინათვე სხვა სიხშირეზე გადაეწყობიან რათა კომუნიკაციის შესაძლებლობები გაიზარდოს.  JANUS-ის მეშვეობით ახლა სხვადასხვა სისტემებს შორის ურთიერთქმედება ახალ დონეზე გახდება შესაძლებელი.