მნიშვნელოვანი სიახლეები
ნახშირბადის ნანომილებისგან დამზადებული ქსოვილი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს (+ვიდეო)

ნახშირბადის ნანომილებისგან დამზადებული ქსოვილი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს (+ვიდეო)

მეცნიერებმა სპეციალური მასალა შექმნეს, რომელიც ნახშირბადის ნანომილებისგან შედგება და ელექტროენერგიის გენერირების უნარი აქვს. გენერირებისათვის როგორც ადამიანის სუნთქვითი მოძრაობა ისე ოკეანის ტალღებიც საკმარისია.

 ეს ქსოვილი არ იქნება ძალიან თბილი, მაგრამ მას გაცილებით მეტი შეეძლება. ამერიკელმა და სამხრეთ კორეელმა მკვლევარებმა შექმნეს ახალი ქსოვილი, რომელმაც სახელად «twistron harvesters» მიიღო. მკვლევარებმა ახალი მასალა მაისურში ჩააკერეს და დარწმუნდნენ, რომ მას ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო. გამომუავებული ელექტროენერგია მცირე ზომის სატარებელი მოწყობილობების კვებისათვის სავსებით საკმარისია.

ამ მასალის ბაზაზე დამზადებული მოწყობილობის სიმძლავრე კილოგრამ მასალაზე 250 ვატს აღწევს. მასალის ელასტიურობის გამო მისი გამოყენება ყველგან შეიძლება, სადაც კი  კინეტიკური ენერგიის მიღებააა შესაძლებელი.