მნიშვნელოვანი სიახლეები
ნიანგებისა და ფრინველების პირველი ცოცხლადმშობიარე წინაპრები აღმოაჩინეს

ნიანგებისა და ფრინველების პირველი ცოცხლადმშობიარე წინაპრები აღმოაჩინეს

მეცნიერთა საერთაშორიოს ჯგუფმა ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის და აშშ-ს უნივერსიტეტებიდან გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც მუცლის ღრუში ნაყოფიანი დედალი დინოცეფალოზავრის ნეშთია აღწერილი. ეს აღმოჩენა იმის პირველი მტკიცებულებაა, რომ არქოზავრისებრ - თანამედროვე ფრინველებისა და ნიანგების წინაპრებს - ოდესღაც ცოცხლადმშობიარობა შეეძლოთ.

იმ ფაქტმა, რომ დინოცეფალოზავრის მდედრი მაკედ იყო, მეცნიერები დიდად გააოცა. ეს გრძელკისერა (კისერი სხეულზე ორჯერ უფრო გრძელი ჰქონდათ) მტაცებელი დინოზავრები არქოზავრისებრთა  (Archosauromorpha)იმავე ინფრაჯგუფს განეკუთვნებიან, რომელსაც ფრინველები და ნიანგები. აქამდე არცერთ არქოზავრისებრთა სახეობის ცოცხლადმშობიარობის შესახებ არ იყო ცნობილი და მხოლოდ დინოცეფალოზავრის გაქვავებული ჩონჩხის მეშვეობით მოხერხდა იმის დადგენა, რომ ამ ტოქსონის წარმომადგენლებს ეს შეძლებიათ.

 ცოცხლადმშობიარობა ევოლუციის პირობებში სხვადასხვა ცხოველებს რამდენჯერმე განუვითარდათ, მაგრამ არქოზავრისებრთა არცერთ სახეობაში ეს არ ყოფილა შემჩნეული. ამიტომაც მეცნიერებს ეგონათ, რომ ფრინველთა და ნიანგთა ამ ნათესავების ბიოქიმია რაღაცნაირად კრძალავდა ამ სახით გამრავლებას.

მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ არავითარი აკრძალვა არ არსებობდა. 240 მილიონი წლის წინათ დინოცეფალოზავრები  ტრიასული პერიოდის მღვრიე წყალსატევებში  თევზებზე და კალმარებზე ნადირობდნენ და სავარაუდოთ  კვერცხებს კი არ დებდნენ, არამედ ცოცხლად მშობიარობდნენ. ემბრიონის სქესი კვერცხის ტემპერატურით კი არ განისაზღვრებოდა, არამედ ქრომოსომების კომბინაციით.  მეცნიერთა აზრით ცოცხლადმშობიარობა და ემბრიონის სქესის ქრომოსომების კომბინაციით განსაზღვრამ ამ ხვლიკებს წყალში ცხოვრებასთან შეგუება გაუადვილა.