მნიშვნელოვანი სიახლეები
ნიუ-იორკის ცაზე  ფერად-ფერად ღრუბლებს შექმნიან

ნიუ-იორკის ცაზე ფერად-ფერად ღრუბლებს შექმნიან

NASA-ს ანონსის მიხედვით წითელი და მწვანე-ლურჯი ხელოვნური ღრუბლების შექმნის მიზნით ექსპერიმენტს ჩაატარებენ.

ქიმიური ნივთიერებებით სავსე რაკეტა Terrier-Improved Malemute-ს ამერიკული კოსმოდრომ უოლლოპსიდან სავარაუდოთ 11 ივნისს გაუშვებენ . საერთოდ ამის გაკეთება უფრო ადრეც უნდოდათ, მაგრამ ჯერ ქიმიკატებიანი კასრების სავარაუდო დავარდნის ადგილას ნავების ყოფნამ შეუშალა ხელი, ხოლო შემდეგ უკვე უამინდობის გამო გადაიდო. ამის შესახებ ამერიკის კოსმოსური სააგენტო აცხადებს.

ხელოვნური ღრუბლები ბარიუმის, სტრონციუმისა და სპილენძის ჟანგისგან იქნება შემდგარი. NASA-ს მტკიცებით ეს ნივთიერებები ადამიანებისათვის სახიფათო არაა. ღრუბლები 155-200 კილომეტრის სიმაღლეზე წარმოიშვება. ფერადი ღრუბლების დანახვა ნიუ-იორკიდან ჩრდილო კაროლინამდე იქნება შესაძლებელი.

ღრუბლების გაფერადება იონოსფეროსა და ჩრდილოეთის ციალის შესასწავლად არის საჭირო.