მნიშვნელოვანი სიახლეები
Omnicopter-ი მოძრაობს ნებისმიერი მიმართულებით და ჰაერში ნივთებს იჭერს (+ვიდეო)

Omnicopter-ი მოძრაობს ნებისმიერი მიმართულებით და ჰაერში ნივთებს იჭერს (+ვიდეო)

Omnicopter-ი ახალი დრონია, რომელიც უჩვეულოდ დაფრინავს. ყველაფერთან ერთად მას პირდაპირ ჰაერში ნივთების დაჭერაც შეუძლია.

 ახალი დრონი ციურიჰის უმაღლესი ტექნიკური სკოლის ორმა მკვლევარმა დარიო ბრეშიანინიმ და რაფაელო დ’ანდრეამ შექმნეს. მათ მიერ აგებულ ომნიკოპტერს ბურთზე გამოდევნება და მისი ჰაერში დაჭერა შეუძლია. როგორც ვიდეო რგოლიდან ჩანს  უპილოტოსათვის მსგავსი ამოცანის გადაწყვეტა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. არადა ამისათვის რეალურ დროში დიდი რაოდენობის ტრაექტორიების შეფასებაა საჭირო.

  ალგორითმის შრომისუნარიანობის შესამოწმებლად, ინჟინრებმა სცადეს გაერკვიათ შეძლებდა თუ არა დრონი გადაგდებული ბურთის დაჭერას. სწორედ ამგვარად მოახდინეს მათ თავიანთი ნაშრომის აზრის დემონსტრირება: „თავისუფლების ექვსი ხარისხის მქონე მულტიროტორული აპარატისათვის ტრაექტორიის გამოსათვლელად ეფექტური გენერაციის შექმნა“.

 ტრაექტორიის გენერატორს წამში 500 000 ტრაექტორიის გამოთვლა შეუძლია. ეს ომნიკოპტერს ნებისმიერი საწყისი წერტილიდან მარშრუტის ნებისმიერ საჭირო წერტილში უმოკლესი გზით მისვლის საშუალებას აძლევს. ანუ ნაშრომის მთავარი ამოცანა მიზნის ეფექტური ჩაჭერაა.

 ამგვარად დრონს ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერი ტრაექტორიით გადაადგილება შეუძლია. ომნიკოპტერს რვა როტორი აქვს, ამიტომაც მას მაგალითად კვადრაკოპტერისგან განსხვავებით აფრენა, დაფრენა ანდა მოხვევა არ სჭირდება. მას ნებისმიერი ტრაექტორიის არჩევა და გადაადგილება შეუძლია.  ასე რომ მსგავს დრონებს არა  მხოლოდ ნებისმიერი მიმართულებით ფრენა შეუძლიათ, არამედ გარემოსთან ურთიერთქმედებასაც ახდენენ.