მნიშვნელოვანი სიახლეები
ოქროს ტატუ ჯანმრთელობის მონიტორინგისათვის

ოქროს ტატუ ჯანმრთელობის მონიტორინგისათვის

იაპონელმა მკვლევარებმა „მსუნთქავი“ ნანოაპკი მოიგონეს, რომელიც ოქროს ტატუს ჰგავს. მისი დახმარებით ჯანმრთელობაზე თვალყურის დევნება იქნება შესაძლებელი.

ტოკიოს უნივერსიტეტის გუნდის მიერ შექმნილი ნანომასშტაბის ბადე შეიძლება მთელი კვირა ატაროთ და იგი კანის გაღიზიანებას არ იწვევს. ის როგორც ჯანმრთელობის  სამედიცინო გადამწოდი, ისე მუშაობს. ტოკიოს უნივერსიტეტის უმაღლესი საინჟინრო სკოლის პროფესორ ტაკაო სომეას განცხადებით მისი გუნდი დააინტერესა იმ ფაქტმა, რომ ჯანმრთელობის მონიტორინგისათვის განკუთვნილი გადამწოდების უმრავლესობა ჰაერს არ ატარებს, რის გამოც მათი ხანგძლივი ტარება კანის გაღიზიანებას და ზოგჯერ ანთებასაც იწვევს.

 იაპონური ნანოაპკი წყალში ხსნადი პოლიმერის, პოლივინილური სპირტის (PVA) და ოქროს ფენისგან შედგება. როცა მას კანზე გადაიტანენ და წყალს ასხურებენ, PVA-ს ნანობოჭკოები იხსნება და შედეგად კანის ნახატს „იმეორებს“.

 მკვლევარებმა ნანოაპკი ერთი კვირის განმავლობაში 20 მოხალისეზე გამოსცადეს. ასევე ექსპერიმენტისას კუთრი აირგამტარობაც შეამოწმეს. როგორც აღმოჩნდა ბადის სტრუქტურა უფრო „სუნთქვადი“ აღმოჩნდა, ვიდრე სხვა მასალები, მაგალითად რეზინის ფურცლები ანდა ულტრათხელი პლასტიკი.

 პროფესორ ტაკაო სომეას და მის გუნდს იმედი აქვთ, რომ ახალი მასალა როგორც მედიცინაში, ისე სპორტშიც პოვებს გამოყენებას.