მნიშვნელოვანი სიახლეები
OSIRIS-Re-იx დედამიწას რეკორდულად ახლოს მიუახლოვდა (+ვიდეო)

OSIRIS-Re-იx დედამიწას რეკორდულად ახლოს მიუახლოვდა (+ვიდეო)

კოსმოსური აპარატი OSIRIS-Rex-ი, რომლის ძირითადი დანიშნულება იდუმალი ასტეროიდ ბენუს შესწავლაა, თავისი კურსის კორექტირებისათვის დედამიწას მიუახლოვდა.

 OSIRIS-Rex-ი NASA-მ გასულ წელს გაუშვა. მისი მისია ასტეროიდ ბენუს შესწავლაა. ამჯამად მას კურსი დედამიწისკენ აქვს  და ამ პარასკევს 17700 კილომეტრის მანძილზე 30 000 კმ/სთ სიჩქარით ჩაგვიქროლებს. ამგვარი კურსი იმითაა განპირობებული, რომ მან ორბიტა 6 გრადუსით შეიცვალოს და მიზანს მიაღწიოს. დედამიწა მისთვის ერთგვარი „ტრამპლინი“ იქნება და მისი გრავიტაციის დახმარებით კოსმოსური ზონდი საჭირო მიმართულებით გაფრინდება.

 OSIRIS-Rex-მა ბენუზე ნიმუშები უნდა შეაგროვოს. ამით მეცნიერები ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ბევრ ინფორმაციას მიიღებენ. ასტეროიდი სავარაუდოთ ნახშირბადის შემცველი მოლეკულებით არის მდიდარი, რომლებიც დაახლოებით მაშინ წარმოიშვნენ, როცა ჩვენი მზის სისტემა შეიქმნა - 4,5 მილიარდი წლის წინათ. ამას გარდა ასტრონომები ასტეროიდის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზეც მიიღებენ ინფორმაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: არის პატარა 1/2700-თან შანსი იმისა, რომ იგი 2175-2196 წლებს შორის დედამიწას შეეჯახება.