მნიშვნელოვანი სიახლეები
პირველი აუდიოსისტემა... დინამიკების გარეშე (+ვიდეო)

პირველი აუდიოსისტემა... დინამიკების გარეშე (+ვიდეო)

კომპანია Continental-ი საავტომობილო ხმაში გადატრიალებისმოწყობას აპირებს. საინტერესოაროგორ რეაგირებას მოახდენენ ორთოდოქსი აუდიოფილები.

ყველამ იცის, რომ ავტომობილში ხმა დინამიკებიდან მოდის, რომლებიც ინტერიერის ელემენტებშია დამალული. მათ საკმაოდ დიდი ადგილი უკავიათ, ვინაიდან თანამედროვე ხარისხიანი აუდიოსისტემა შეიძლება რამდენიმე ათამდე დინამიკისგან შედგებოდეს. ამას გარდა მთელი ეს მეურნეობა ათეულობით  კილოგრამს შეიძლება იწონიდეს და ამიტომ მათი დამალვა ინტერიერის ელემენტებში საკმაოდ ძნელი ამოცანაა.

 კომპანია Continental-ის საავტომობილო აუდიოსისტემა Ac2ated Sound - ერთი ხელის მოსმით აგვარებს ამ პრობლემებს. რა საჭიროა დამატებითი აკუსტიკის გამოყენება თუკი შესაძლებელია ბგერის გამოსხივება ინტერიერის პანელებს აიძულო?  არა, ამ დროს ჭრაჭუნი ნამდვილად არ აქვს მხედველობაში. ინჟინრებმა სპეციალური აკტუატორები შექმნეს, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული ზედაპირების ვიბრირება გამოიწვიონ და ამით მათ მემბრანებად აქცევენ.

 ასე მაგალითად  მაღალი სიხშირეებისათვის სახურავის წინა დგარები სავსებით გამოდგება, საშუალო სიხშირეებს კარგად კარების პანელები ასხივებენ, ხოლო დაბალ სიხშირეებზე სახურავი და უკანა თაროც გამოდგება. აკტუატორები თავიანთი კონსტრუქციით დინამიკების თავაკებს გვანან თავიანთი მაგნიტებითა და კოჭებით. სწორედ ისინი აიძულებენ ინტერიერის ელემენტებს ხმები გამოსცენ. ამგვარად Ac2ated Sound-ი წონაშიც და გაბარიტებშიც საკმაოდ მცირეა. ეს კი ადგილის დიდ ეკონომიას იძლევა.

 და კიდევ ერთი დადებითი მხარე - ახალი სისტემა ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. იდეაის ფუტურისტული გარეგნობის მიუხედავად Continental-ის ახალი აუდიო სისტემა უკვე მზადაა და მას მომხმარებელი სექტემბერში ფრანკფურტის ავტოსალონზე იხილავს.