მნიშვნელოვანი სიახლეები
პითონები საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად შინაგან ორგანოებს „ზრდიან“

პითონები საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად შინაგან ორგანოებს „ზრდიან“

როგორც ცნობილია მუქი ვეფხვისფერი პითონები მსხვილ ნადავლს ანიჭებენ უპირატესობას. საკვების მიღების შემდეგ პითონების შინაგანი ორგანოები 40-100%-ით იზრდებიან. ამერიკელი ბიოლოგები ამ საიდუმლოს ამოხსნას შეეცადნენ. ბიოლოგებმა გენების რამდენიმე ნაკრები გამოარჩიეს, რომლებიც ცხოველის შინაგანი ორგანოს სტრეუქტურაზე ზემოქმედებენ.

მუქი ვეფხვისფერი პითონები სიგრძეში 4 მეტრამდე იზრდებიან. ისინი ძირითადათ ინდოეთსა და ინდონეზიაში არიან გავრცელებულები. თუმცა მათ ფლორიდაში შეხვდებით, სადაც ისინი ინვაზიურ სახეობას წარმოადგენენ.

 გველები ძირითადათ ფრინველებით და მცირე ზომის რეპტილიებით იკვებებიან, მაგრამ თუ შესაძლობლობა შეექმნებათ  დიდ ირემს, ანდა შინაურ ცხოველებზეც არ იძახიან უარს. მათ დიდი ხნით შეუძლიათ შიმშილის მოთმენა. ენერგიის ეკონომიაში მათ მეტაბოლური დს ფიზიოლოგიური პროცესების შეჩერება ეხმარება. შიმშილისას ყველაფერთან ერთად შინაგანი ორგანოების ზომებიც მცირდება.

 მაგრამ პითონის მიერ საკვების გადაყლაპვიდან 48 საათში მისი შინაგანი ორგანოების ზომები და ფუნქციები სწრაფად იზრდება რათა საკვების მონელების პროცესი „გაეშვას“. ამ დროს ძირითადი ორგანოების (გული, ღვიძლი, თირკმლები, ნაწლავები) მასა და ზომები 40-100%-ით იზრდება.

 წინა გამოკვლევებისას მეცნიერებმა ათასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც პითონების რეგენერაციის პროცესში მონაწილეობენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს დაედგინათ თუ როგორ მუშაობენ ეს გენები საკვების გადაყლაპვის შემდეგ.

 მეცნიერებმა მშიერ და მაძღარ პითონებში გენების ექსპრესიის პროცესის შესწავლა დაიწყეს. მათ ცხოველის გენომები სამი მდგომარეობისას ჩამოარიგეს: მშიერი, საკვების მიღებიდან მეორე დღეს და საკვების მიღებისას მეოთხე დღეს. მათ 1700 გენი განსაზღვრეს, რომლებიც კვებამდე და შემდგომ, სხვადასხვანაირად მოქმედებდნენ.

 შემდეგ მეცნიერებმა სტატისტიკური ანალიზი ჩაატარეს, რათა გაერკვიათ თუ რომელი გენები „აქეზებდნენ“ შინაგან ორგანოებს ზრდისკენ. მათ გენების რამდენიმე ნაკრების იდენტიფიკაცია მოახდინეს (ისეთების როგორიცაა mTOR, PPAR / LXR / RXR და NRF2), რომელბიც ქსოვილების სპეციფიკურ სიგნალებს ააქტიურებდნენ. სწორედ ეს სიგნალები იწვევდდნენ გულის, ღვძლის, თირკმლების და ნაწლავების ზრდას.

კვლევის ავტორების აზრით ამ შედეგების შემდგომი შესწავლა დაგვეხმარება იმ დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც სხვადასხვა შინაგან ორგანოებზე დიდ გავლენას ახდენენ.