მნიშვნელოვანი სიახლეები
პლუტონი რენტგენის სხივებს ასხივებს და არავინ იცის  რატომ

პლუტონი რენტგენის სხივებს ასხივებს და არავინ იცის რატომ

პლუტონი რენტგენის გამოსხივების მძლავრი წყარო აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში უფრო  მძლავრი, ვიდრე აქამდე ეგონათ.

 New Horizons -ის მონაცემებით პლუტონს ატმოსფერო გააჩნია, რომელიც სიმკვრივის და შემადგენლობის სეზონურ ცვლილებებს განიცდის. როცა პლუტონი მზეს მაქსიმალურად უახლოვდება, მყარი აზოტი და მეთანი მის ზედაპირზე აირად მდგომარეობაში გადადის და ატმოსფეროც უფრო მკვრივი ხდება.

 ბოლოს პლუტონმა თავისი პერიჰელიუმი (მზესთან ორბიტის ყველაზე ახლო წერილი) 1989 წელს გაიარა. 2015 წელს New Horizons-ის „ვიზიტისას“ პლუტონზე ჯერ კიდევ ზაფხული იყო (წელიწადი იქ დედამიწის 248 წლის ტოლია) და ამიტომაც ატმოსფერო ძირითადათ აზოტის, მეთანისა და ნახშირორჟანგისგან შედგებოდა.

 ვინაიდან ატმოსფეროში ნეიტრალური აირებია, მაშინ მზის ქარის იონები ატმოსფეროში გაზის მოლეკულებს უნდა ეჯახებოდნენ. ეს კი რენტგენის გამოსხივებას წარმოქმნის. ამიტომაც მეცნიერებმა გადაწყვიტეს პლუტონისათვის რენტგენის ტელესკოპ Chandra-თი შეეხედათ. როგორც გაირკვა პლუტონი რენტგენის სხივებს ასხივებს. ამასთან გამოსხივება უფრო მძლავრი აღნმოჩნდა, ვიდრე ეს მათემატიკური გამოთვლებით იანგარიშეს.

 სავარაუდოთ პლუტონის ატმოსფეროში მყარი ნივთიერების ნაწილაკები მრავლად უნდა იყოს. მასზე მზის სხივების მოხვედრისას ამ ნივთიერების ატომები აღიგზნება და რენტგენის გამოსხივების კვანტები წარმოიქმნება. მეორე ვერსიით პლუტონის რაიონში მზის ქარის სიმკვრივე გაანგარიშებულზე მეტია. შესაძლოა რაღაც უცნობი მოვლენა პლუტონზე მზის ქარის ფოკუსირებას ახდენს. უფრო ზუსტი პასუხი პლუტონზე მძლავრი რენტგენის გამოსხივების შესახებ მეცნიერებს არა აქვთ.