მნიშვნელოვანი სიახლეები
პლუტონის "დას",  ჰაუმეას რგოლები აღმოაჩნდა (+ვიდეო)

პლუტონის "დას", ჰაუმეას რგოლები აღმოაჩნდა (+ვიდეო)

ჰაუმეა პირველი ტრანსნეპტუნური ობიექტია, რომელსაც რგოლები აღმოაჩნდა. ამ ინფორმაციას ევროპელი ასტროფიზიკოსები ავრცელებენ.

ჰაუმეა მზის სისტემაში ერთ-ერთი საინტერესო ტრანსნეპტური ობიექტია. სტატუსით იგი ჯუჯა პლანეტაა, ანუ არც პლანეტაა და არც თანამგზავრი (სულ მზის სისტემაში ამგვარი ობიექტი ოთხია, მათ შორის პლუტონიც). მისი მასა საკმარისი არაა რომ თავისი ორბიტა გაწმინდოს, სამაგიეროდ ჰყოფნის მრგვალი ფორმის მისაღებად - ჯუჯა პლანეტა სწორედ ამითი განსხვავდება ასტეროიდებისგან).

ჰაუმეა ბირთვს არ ჰგავს. იგი უფრო რაგბის ბურთის მსგავსია. ის პოლარულ პროექციაშიც კი არაა მრგვალი. ამას გარდა ჰაუმეა მზის სისტემის სხვა დიდ ობიექტებზე უფრო სწრაფად ბრუნავს - მისი "დღე-ღამე" 3,9 საათს გრძელდება.

"ჩვენ ვიცოდით, რომ 2017 წლის 21 იანვარს ჰაუმეა კაშკაშა ვარსკვლავის წინ გაივლიდა. იმ ღამეს მას 12 ტელესკოპი დაუმიზნეს", - ჰყვება ასტროფიზიკოსი ხოსე ლუის ორტისი, კვლევის ხელმძღვანელი.  იანვრის დაკვირვებამ საშუალება მოგვცა ჯუჯა პლანეტა ზუსტად გაგვეზომა (სიგრძეში 2320 კილომეტრი, თითქმის პლუტონის ხელა) და მისი ფორმა და სიმკვრივე განგვესაზღვრა (ეს უკანასკნელი სავარაუდოზე ნაკლები აღმოჩნდა). მაგრამ მთავარი არა ჰაუმეაზე, არამედ მის გარშემო აღმოჩნდა: იგი პირველი ტრანსნეპტუნური ობიექტია, რომელსაც თავისი რგოლები აქვს.

 ჰაუმეას რგოლები ჯერჯერობით მეცნიერებისათვის გამოცანას წარმოადგენენ. იგი შესაძლოა სხვა ობიექტთან შეჯახებისას ანდა თავად ჰაუმეას  ნივთიერებისგან ცენტრისკენული ალებით წარმოქმნილიყო