მნიშვნელოვანი სიახლეები
პლუტონს შეიძლება პალნეტის სტატუსი დაუბრუნონ

პლუტონს შეიძლება პალნეტის სტატუსი დაუბრუნონ

პლანეტოლოგმა ალან სტერნმა და  მისმა ხუთმა კოლეგამ პლანეტის ახალი განმარტების შესახებ მანიფესტი გამოაქვეყნეს. პლანეტის  მათი გამარტება  ციური სხეულის მახასიათებლებს ეყრდნობა და არა მათი ორბიტების თავისებურებებს. თუკი ახალ განმარტებას მიიღებენ, მაშინ პლანეტის სტატუსს მზის სისტემის ასობით ციური სხეული მიიღებს. მათ შორის მთვარე, იუპიტერის თანამგზავრი განიმედი,  სატურნის თანამგზავრი ენცელადი და მრავალტანჯული პლუტონი.

 პლანეტების განმარტების შესახებ ახალი მანიფესტის მიზეზი ის წინააღმდეგობები გახდა, რაც ფართო საზოგადოებასა და მეცნიერებს შორის გაჩნდა: დოკუმენტის ტექსტში პლანეტოლოგები განმარტავენ, რომ მას შემდეგ რაც პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოართვეს, NASA შეკითხვებმა წალეკა: რატომ აგზავნით პლუტონზე New Horizons თუკი ის პლანეტაც კი არაა?

საზოგადოების კითხვებს პლანეტოლოგებსა და ასტროფიზიკოსებს შორის ძველი წინააღმდეგობებიც დაემატა. საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების ვერსიით პლანეტის თანამედროვე განმარტება ციური სხეულის მზესთან ურთიერთობას ითვალისწინებს: ამ განმარტებით პლანეტებად მხოლოდ ის ციური სხეულები ითვლებიან, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავენ - მაგრამ არავითარ შემთხვევაში სხვა ციური სხეულების თანამგზავრები. პლანეტოლოგთა აზრით ამგვარი განმარტება ნაკლულია. მათი აზრით არავარსკვლავური სხეულების კლასიფიკაცია და შესწავლა დამოკიდებული უნდა იყოს მათ გეოლოგიაზე და არა  უახლოეს ვარსკვლავთან მათ ურთიერთობაზე. ძველ განმარტებაში სხვა პარამეტრებია - მრგვალი ფორმის მიღებისათვის საკმარისია საკუთარი გრავიტაცია, თერმობირთვული რეაქციის დასაწყებად არასაკმარისი მასა და პლანეტოშენადედიდან საკუთარი ორბიტის გასუფთავება.

 ახალ განმარტებაში მხოლოდ მზეზე ნაკლები მასის განმარტება (რათა ციურ სხეულზე არც ადრე და არც შემდგომ თერმობირთვული რეაქცია არ წარიმართოს) და საკუთარი გრავიტაციით მრგვალი ფორმის მიღება რჩება. იმავდროულად სხეულის ორბიტა შეიძლება იყოს როგორც მზის, ისე სხვა პლანეტის (მაგრამ არა სხვა ვარსკვლავის) გარშემოც იყოს. განმარტება ასევე არ შეეხებათ ე.წ. „მოხეტიალე პლანეტებს“ რომლებიც არცერთი ვარსკვლავის გრავიტაციაზე არაა მიბმული.

ასე რომ ახალი განმარტების ქვეშ ხვდებიან როგორც დღეს აღიარებული რვა პლანეტის თანამგზავრები, ასევე პლუტონიც.