მნიშვნელოვანი სიახლეები
Porsche-მ მოქსოვილი დისკები გამოიგონა (ვიდეო)

Porsche-მ მოქსოვილი დისკები გამოიგონა (ვიდეო)

კომპანია Porsche-მ განაცხადა, რომ იგი პირველი ავტომწარმოებელია, რომელიც თავის მოდელებს ნახშირბადოვანი ბოჭკოსგან დაწნულ დისკებზე გადაიყვანს.

 ადრე ცნობილი იყო ამერიკული სპორტიული ავტომობილები Ford GT და Shelby GT350R Mustang, ასევე შვედური Koenigsegg, რომელთაც კარბონის დისკები ეკეთათ, მაგრამ პორშემ რაღაც ახალი მოიფიქრა. მისი დისკები ნახშირბადოვანი ბოჭკოსგან არის დაწნული.  პორშეს ახალი, ნახშირბადოვანი ბოჭკოს დისკები ორი ნაწილისგან შედგება. მის მოსაქსოვად სპეციალური, 9 მეტრი დიამეტრის  „საქსოვი დაზგა“ შექმნეს. მთელი კონსტრუქცია ქსოვის შემდეგ გამჭვირვალე ფისით იჟღინთება და მაღალ ტემპერატურაზე ცხვება.

  როგორც Porsche ამტკიცებს, ახალი დისკები მთელი 20%-ით უფრო მსუბუქი და მტკიცეა, ვიდრე ტრადიციული მსუბუქი შენადნობის დისკები, რაც ჯამში 9 კილოგრამის ეკონომიას იძლევა. ეს კი ავტომობილის მდორე სვლას, მართვას და დინამიკას აუმჯობესებს. დაწნული დისკები ჯერ Porsche 911 Turbo S Exclusive Series-ზე დაყენდება.