მნიშვნელოვანი სიახლეები
ქართველი გამომგონებლების გაჯეტი-რესპირატორი (+ვიდეო)

ქართველი გამომგონებლების გაჯეტი-რესპირატორი (+ვიდეო)

ავტორების განცხადებით Treepex-ს „იმდენივე სუფთა ჰაერის წარმოება შეუძლია, რამდენსაც ერთი ჯანმრთელი ხე იძლევა“.

 ბინძური ჰაერის პრობლემამ და მოდამ გაჯეტებზე ორ ქართველ მეწარმეს ახალი ჰაერის ფილტრის შექმნასა და კომერციალიზაციისკენ უბიძგა. ფილტრს Treepex-ი უწოდეს და მას „იმდენივე სუფთა ჰაერის წარმოება შეუძლია, რამდენსაც ერთი ჯანმრთელი ხე იძლევა“.

ბაჩო ხაჩიძე: „ ცნობილია რომ ბინძური ჰაერი მთელს მსოფლიოში  მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს . ამასთან რაღაცნაირად ბრძოლაა საჭირო და აი ჩვენ შევქმენით Treepex-ი. ეს რევოლუციური ჯიბის მოწყობილობაა, რომელიც ბინძურ ჰაერს ასუფთავებს და მინერალებით ამდიდრებს“.

მოწყობილობა კბილებით უჭირავთ, ხოლო გაფილტრული ჰაერი ნესტოებისკენ მიემართება.

 ავტორები ამტკიცებენ, რომ კარტრიჯებში (რომლებსაც ყოველ ორ დღეში ერთხელ ცვლიან) ჟანგბადის სინთეზის უნიკალური ორგანული ტექნოლოგია გამოიყენება. მაგრამ დეტალურ აღწერაში მხოლოდ მფილტრავ ელემენტებზე და აირწინაღებიდან ნაცნობ ტუტე ლითონების პეროქსიდებზეა საუბარი.