მნიშვნელოვანი სიახლეები
ქათმის ანომალია (+ვიდეო)

ქათმის ანომალია (+ვიდეო)

ქათმის კვერცხი ადამიანის ყოველდღიურ რაციონში დიდი ხანია შევიდა. მაგრამ ქათმის რეპროდუქციულ სისტემას ემბრიონულ პერიოდში ხანდახან გადახრები სჩვევია. ზოგჯერ კვერცხი კვერცხის შიგნით ფორმირდება.

ერთი კვერცხის მეორე კვერცხის შიგნით ინკუბაცია არც ბუნების სასწაულია და არც ტრიუკი, უბრალოდ ძალიან იშვიათი ბუნებრივი მოვლენაა. ტექნიკურად ეს ასე ჟღერს: კონტრ-პერისტალტიკის შეკუმშვა (counter-peristalsis contraction). არსი შემდეგშია, ერთი კვერცხი, რომელმაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაიარა ქათმის რეპროდუქციული მექანიზმი, უკან ბრუნდება და მეორე კვერცხი უკვე მის გარშემო ფორმირდება.

ჩვეულებრივად ქათამი ევულირებს და კვერცხუჯრედს უშვებს, რომელმაც კვერცხგამტარის ხუთი განყოფილება უნდა გაიაროს. გზადაგზა იგი ცილას, დამატებით ელემენტებს და ბოლოს ნაჭუჭსაც იძენს, რომელიც ყველაფერს ერთად კრავს. ზოგჯერ რომელიღაც ეტაპზე ხარვეზი წარმოიქმნება და  მაშინ ნახევრად ფორმირებული კვერცხი ქათმიდან არ გამოდის და მის გარშემო მეორე კვერცხი წარმოიქმნება.

საბოლოოდ უზარმაზარი კვერცხი ძლივს ტოვებს კლოაკას. ეს მოვლენა არ უნდა აგვერიოს მეორე მოვლენაში, როცა ერთი კვერცხუჯრედის მაგივრად ორი ფორმირდება და საბოლოოდ ორ გულიან კვერცხს ვიღებთ - ამგვარი ანომალიას მხოლოდ სასიამოვნო ბონუსად თუ ჩათვლი.