მნიშვნელოვანი სიახლეები
ქიმიკოსებმა ვაქცინების უმაცივროდ შენახვის მეთოდს მიაგნეს

ქიმიკოსებმა ვაქცინების უმაცივროდ შენახვის მეთოდს მიაგნეს

ეს აღმოჩენა შესაძლებლობას იძლევა სიცოცხლისათვის აუცილებელი წამლები შორ და ძნელადმისადგომ ადგილებში უფრო სწრაფად, იაფად და უსაფრთხოდ მიიტანონ.

ვაქცინები და ბევრი სხვა მედიკამენტები ცილებს შეიცავენ, რომლებიც ოთახის ტემპერატურაზე ფუჭდებიან, ამიტომ ისინი როგორც შენახვის, ისე ტრანსპორტირების დროს მაცივარში უნდა იყვნენ მოთავსებულნი. ეს ბევრ სიძნელეს წარმოშობს, ვინაიდან თუკი შენახვის პირობებს არ დავიცავთ, მაშინ წამლები უვარგისები გახდებიან. ამ მიზეზის გამო ყოველწლიურად მედიკამენტების მილიონობით დოზა იკარგება.

 მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება: ბატის და ნიუკასლის უნივერსიტეტების მკვლევარებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც ცილის ოთახის ტემპერატურაზე „შენახვის“ საშუალებას იძლევა. სითხეში გახსნილ ცილას კაჟბადის ორჟანგს უმატებენ, რომელიც მოქმედ ნივთიერებას რამდენიმე ფენად „ეხვევა“ და მის  „ფორმას იმახსოვრებს“.

 მას შემდეგ, რაც ცილა კაჟბადის ორჟანგის გარსში მოთავსდება, მისი გადატანა დამატებითი გადაციების გარეშე შეიძლება. მოხმარების წინ კი გარსი ქიმიური გზით უნდა მოსცილდეს. ეს სავსებით უსაფრთხოა. ამას გარდა კაჟბადის ორჟანგი არატოქსიკური ნივთიერებაა.

 „თუკი ცილა გაფუჭდება, იგი გამოუსადეგარი ხდება. კვერცხის მაგალითს თუ განვიხილავთ - მოხარშული კვერცხიდან უმის მიღება შეუძლებელია“, - ამბობს კვლევის წამყვანი მკვლევარი, დოქტორი აზელ სარტბაევა. – „ჩვენ ცდებისას ცილა სამი წლის განმავლობაში 100 გრადუს ტემპერატურაზე ფხვნილის სახით შევინახეთ და მას თავისი თვისებები არ დაუკარგავს“.