ჩვენ დამატებით რეალობას ხშირად ისე ვუყურებთ, როგორც უცნაურ და საინტერესო სათამაშოს, თუმცა შემქმნელები მათ სამუშაო პლატფორმების რანგში აყენებენ. რაც არ უნდა უჩვეულო იყოს AR-გარნიტურამ გამოყენება ჰპოვა მედიცინაში: მედიკოსთა გუნდმა Microsoft HoloLens-ის გამოყენებით ურთულესი ოპერაცია შეასრულა.
ბრაზილიელმა ექიმებმა ქირურგ ენრიკე ლამპერტის ხელმძღვანელობით და AR-სათვალეების გამოყენებით ართროდეზი ჩაატარეს. ესაა სახსრის ხელოვნური ანკილოზის შექმნის ოპერაცია. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ექიმებს ხერხემლის ფიქსაციისათვის ხრახნები უნდა დაეყენებინათ. ამ საქმის შესასრულებლად AR-გარნიტურა საუკეთესო აღმოჩნდა.
ოპერაციის წინ ექიმებმა კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით ხერხემლის 3D-მოდელი შექმნეს და HoloLens-ზე ხრახნების იდეალური განლაგების პროექცია გამოიყვანეს - მთავარი იყო არ აეცდინათ, ვინაიდან ექიმების შეცდომას შეიძლება ნერვული ქსოვილი სერიოზულად დაეზიანებინა. პრაქტიკაზე აღმოჩნდა, რომ AR-გარნიტურა სპეციალურ საიმპლანტაციო კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გაცილებით იაფია და საქმესაც არანაკლებ აკეთებს.
მთავარი უარყოფითი ნიშანი ეს სურათის ხარისხი იყო: დაბალი სიმძლავრე, კადრების განახლების დაბალი სიხშირე და გამოსახულების დაბალი დეტალიზაცია შესაძლოა ზოგი რთული ოპერაციის გაკეთებისას საკმარისი არ აღმოჩნდეს. სამწუხაროდ ჯერჯერობით Microsoft-ს ბაზარზე სამედიცინო დანიშნულების კომერციული მოდელი გასაყიდათ არ გამოუშვიათ. ლამპერტმა კი ამ მეთოდით დაინტერესებული ქირურგებისათვის სპეციალური კურსი შემოიღო.