მნიშვნელოვანი სიახლეები
რა დაინახა Cassini-ინ სატურნის რგოლებს შორის (+ვიდეო)

რა დაინახა Cassini-ინ სატურნის რგოლებს შორის (+ვიდეო)

როგორც ცნობილია Cassini-ის მისია დასასრულს უახლოვდება. 13 წელი გაატარა მან  მარსის ორბიტაზე. აპარატი პლანეტის ატმოსფეროში შევა და დაიწვება, რათა სატურნი დედამიწური მიკროორგანიზმებით არ დაანაგვიანოს. მისიის დასრულებამდე იგი კიდევ 22-ჯერ გაიფრენს სატურნსა და მის რგოლებს შორის, მანამდე კი შეგვიძლია მის მიერ გადაღებული უნიკალური კადრები ვნახოთ.

 ამჟამად Cassini დაცვით რეჟიმზეა გადასული. მას იმპროვიზირებული ფარი-ანტენა წინ აქვს გაშვერილი, რათა კოსმოსური ნაგვის ნებისმიერი ფრაგმენტისგან თავი დაიცვას. საბედნიეროდ სატურნსა და მის რგოლებს შორის არც ისე ბევრი ნაგავია, ასე რომ აპარატის ბედზე ჯერჯერობით შეგვიძლია არ ვინაღვლოთ.

Cassini-ს ერთ-ერთმა კამერამ გადაიღო კადრები, რომელიც დღეისათვის ყველაზე ახლოდან გადაღებულ სატურნის პანორამას წარმოადგენს. აპარატის მოსალოდნელი დაშვებისას მართვის გუნდი შეეცდება იმგვარად გამოთვალოს ტრაექტორია, რომ აპარატმა პლანეტა უფრო კარგი რაკურსით გადაიღოს.