მნიშვნელოვანი სიახლეები
რობოტი-კონსტრუქტორი, რომელიც საშიანო საქმეებში დაგეხმარებათ (+ვიდეო)

რობოტი-კონსტრუქტორი, რომელიც საშიანო საქმეებში დაგეხმარებათ (+ვიდეო)

მეცნიერებმა რბილი ვაკუუმური რობოტი შექმნეს, რომელსაც გადაადგილება, ნივთების აღება და ფანჯრებზე ცოცვაც კი შეუძლია. მკვლევართა აზრით მსგავსი მოწყობილობა სახლში უბრალო საქმეების შესრულებაში მოგეხმარებათ.

მოწყობილობა ლოზანას (შვეიცარია) ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მკვლევარებმა შექმნეს. რობოტი სამი გასაბერი მოდულისგან შედგება, რომლებსაც გაწელვა და შეკუმშვა შეუძლიათ და ამით გადაადგილების მიმართულებას იცვლის. რამდენიმე ნაწილი ერთმანეთს ადვილად უერთდება და მათ ერთი კვების წყაროდან (ვაკუუმური ტუმბოდან) შეუძლიათ ენერგიის მიღება და ერთი მართვის სისტემით იმართებიან.

 შემქმნელების განცხადებით, რობოტს მთელი რიგი დავალებების შესრულება შეუძლია. საჭიროებისდა მიხედვით მას კიდევ რამდენიმე ახალი ნაწილი შეიძლება დაემატოს და დაგრძელდეს. რობოტი გველივით გადაადგილდება. ფანჯრებზე სასიარულოდ კი მას მისაწოვრები უნდა დაუმაგრდეს.

 მეცნიერთა განცხადებით მსგავსი რობოტები ხელოვნური კუნთების ასამოქმედებლად ჰაერის დადებით  წნევას იყენებდნენ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მექანიკური პრობლემები წარმოიშობოდა. ახალი რობოტი კი სრულიად სხვა პრინციპით მოქმედებს და მისი კუნთები კუმშვაზე მუშაობს და არა გაფართოებაზე.