მნიშვნელოვანი სიახლეები
რობოტმა ადამიანს პირველად გადაუნერგა კბილები (+ვიდეო)

რობოტმა ადამიანს პირველად გადაუნერგა კბილები (+ვიდეო)

 ჩინეთში რობოტმა სტომატოლოგმა პაციენტს ორი 3D-პრინტერზე დაბეჭდილი კბილი წარმატებით გადაუნერგა.

 როგორც პრესა იუწყება პროცედურა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. 3D-ტექნოლოგიით დაბეჭდილი კბილები 02-0,3 მმ-ის ცდომილებით გადაინერგა - ეს მსგავსი ქირურგიული ოპერაციებისათვის დასაშვები ნორმაა.

 ოპერაციის დაწყებამდე სამედიცინო პერსონალი რობოტს არეგულირებდა, მათ შორის მოძრაობის პროგრამირებას ახდენდნენ, განსაზღვრეს კბილის იმპლანტაციისათვის საჭირო კუთხე და სიღრმე. ამგვარად მართალია რობოტმა დამოუკიდებლად იმუშავა, მაგრამ  კორექტურული ფუნქციონირებისათვის მას ადამიანები მაინც ესაჭიროება.

 ჩინეთში ეს ტექნოლოგია კვალიფიციური სტომატოლოგების ნაკლებობის გამო შექმნეს. ამას გარდა ადამიანური ფაქტორის გამო ხშირია შეცდომები.