მნიშვნელოვანი სიახლეები
როდის გაჩნდნენ პირველი რასები

როდის გაჩნდნენ პირველი რასები

მეცნიერებმა Homo sapiens-ის ჯგუფებად დაყოფის თარიღი გაარკვიეს. ეს ჯგუფები შემდგომში ერთამანეთს დაშორდნენ და თანამედროვე რასებად ჩამოყალიბდნენ. როგორც გაირკვა ადამიანებმა კანის სხვადასხვა შეფერილობა დაახლოებით 260 ათასი წლის წინათ მიიღეს.

 ყველაზე პირველ ადამიანებს მეცნიერთა ორი ჯგუფი ეძებს. პირველი არქეოლოგებიდა ანთროპოლოგებია არიან - ეძებენ უძველეს ძვლებს და არკვევენ მათ ასაკს. მეორე გენეტიკოსები, რომლებიც მათ გენობს კითხულობენ.

 ადამიანის ყველაზე ძველი ნეშთი, რომლებიც არაფრით განსხვავდება თანამედროვე ადამიანებისგან, მაროკოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მათი ასაკი 300 ათას წელს აღწევს. ყველაზე ძველი დნმ აფრიკაში მცხოვრებ ბუშმენებს აქვთ. მათი დნმ იმდენად განსხვავდება ევროპეიდური და ნეგროიდული რასებისგან, რომ ცალკე რასად გამოჰყვეს. კოისანის რასა, რომელსაც ბუშმენები და ჰოტენტოტები მიეკუთვნებიან, დანარჩენ კაცობრიობას 100-160 ათასი წლის წინათ გამოეყვნენ.

 ბუშმენების წინაპართა სადგომები სამხრეთ აფრიკაშია. შვიდი ადამიანის ნეშთისგან, რომლებიც სამხრეთ აფრიკის სამ სხვადასხვა რაიონში არსებულ ქვის და ადრე რკინის ხანის სადგომებში აღმოაჩინეს, დნმ გამოჰყვეს. მისი გააანალიზებით გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ ისინი მიტოქონდრიალური გაპლოჯგუფ L0dგანეკუთვნებოდნენ. ეს გაპლოჯგუფი საჰარის სამხრეთით მცხოვრებ აფრიკელთა სხვა გენოტიპს - ბანტუს ენაზე მოლაპარაკე ხალხებსაც აქვთ. ნამარხი გენოტიპის აფრიკელთა საარქივო გენოტიპებთან შედარებით დადგინდა, რომ ქვის ხანის ნეშთები კოისანის რასას განეკუთვნებოდნენ, ხოლო ბრინჯაოს ხანისა ბანტუს მონათესავეს.

 ანთროპოლოგებმა ასევე ადამიანის ისტორიის ადრეული პერიოდის ზოგი წვრილმანი სცადეს აეხსნათ. ამისათვის მათ Ballito Bay-ეელი ბიჭის კარგად შემონახული გენომი დაეხმარათ. მის დნმ-ს გენეტიკური ცვლილებები არ განუცდია. ამიტომაც მეცნიერებმა შეძლეს კვაზული-ნატალის და სხვა ხალხების განსხვავების დონე დაედგინათ. ამისათვის ბიჭის დნმ სხვა 12 გენომს შეადარეს, რომლებიც არქაულ და თანამედროვე ადამიანებს ეკუთვნოდათ. მიღებული შედეგებით დადგინდა, რომ კოისანის რასის ხალხები დანარჩენ  Homo sapiens-ებს 285-365 ათასი წლის წინათ გამოეყვნენ.

ადრე ითვლებოდა, რომ Homo sapiens-ის ცალკეულ ჯგუფებად დაყოფა დაახლოებით 160-100 ათასი წლის წინათ მოხდა. ახალი დათარიღება კი იმ დროის ნახევარზე მიუთითებს, როცა Homo sapiens-ის ძირითად ჯგუფს ნეანდერტალელი ადამიანები(Homo neanderthalensis)  და დენისოველი ადამიანები Homo denisova გამოეყვნენ. ეს კი 700-765 ათასი წლის წინ მოხდა. მკვლევართა აზრით H. neanderthalensis და H.denisova ერთმანეთისგან დაშორება დროში H. sapiens-ის ჯგუფებად დაყოფას ემთხვევა.

 ამგვარად მეცნიერთა მიერ მიღებული შედეგი ადამიანების რასებად დაყოფის ასაკს თითქმის 1000-120 ათასი წლით კიდევ უფრო „აძველებს“. ეს მანამ მოხდა, სანამ Homo sapiens-ი აფრიკას დატოვებდა (ასი ათასი წლის წინ)და ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გადასახლდებოდა.