მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ გამოიყურება მარსის პოლარული ყინული (+ვიდეო)

როგორ გამოიყურება მარსის პოლარული ყინული (+ვიდეო)

ასე გამოიყურება მარსის ჩრდილო პოლარული ყინულები - ტალღოვანი ქაფივით, მოწითალო რკინითა და ჟანგბადით სავსე, რითაც ყველასთვის საყვარელ ყავას მოგვაგონებს.

სურათები ამ ერთი გამოსახულების შესადგენად 2004 და 2010 წლებს შორის გადაიღეს, როცა თანამგზავრმა 32-ჯერ გადაუფრინა და გადაუღო ერთი მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობს. ჩრდილო პოლუსმა ასეთი ფორმა კლიმატური ციკლების და პლანეტის გაუთავებელი ქარების შედეგად მიიღო.

მარსიდან გადაღებული სურათების მოზაიკის აწყობით ნასაში მომუშავე ხალხმა შეადგინეს სურათი იმგვარად, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, რომ ის მომრგვალოა. სურათების დამუშავებისას ზოგი კანიონი უფრო გააღრმავეს, რათა მიეღო ისეთი ფორმა და მარსის ერთიანი ზედა ხედი შეექმნათ. ანუ რასაც დაინახავდა ადამიანი კოსმოსური ხომალდიდან მარსისთვის ზემოდან რომ გადმოეხედა.

მარსის ამ მისიებისას  გაირკვა თუ როგორ მიიღო მისმა ჩრდილო პოლუსმა ასეთი ფორმა. კვლევამ აჩვენა, რომ მარსის ატმოსფეროს CO2-ის 30 პროცენტი იყინება რითაც ქმნის „მშრალ ყინულს“.  ის სეზონურად პოლისის ყინულებს ერთი მეტრით მაინც მაღლა სწევს. როცა პლანეტაზე ზაფხულისას თბება ეს მშრალი ყინული, ისევ ორთქლდება და მუდმივი ყინული კი რჩება.

კვლევამ აჩევნა, რომ პლანეტის პოლუსში მრავალი წყლის ყინულის და ქვიშის ფენებია, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას თუ როგორ იცვლებოდა პლანეტის კლიმატი ათასწლეულობის განმავლობაში თავისი გაჩენის დღიდან.

პლანეტის პოლუსზე ასევე არის დედამიწის დიდ კანიონზე უფრო ღრმა ყინულის კანიონი, რომელიც 500 კილომეტისაა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ წითელი პლანეტის პოლუსის შესწავლა მნიშვნელოვანია, რათა გაირკვეს რამდენად გამოსადეგია მარსი სამომავლო კოლონიზაციისთვის.