მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ მოვიპოვოთ ჟანგბადი მარსზე?

როგორ მოვიპოვოთ ჟანგბადი მარსზე?

რა თქმა უნდა მარსის ატმოსფერო სუნთქვისათვის გამოუსადეგარია, ვინაიდან იქ ჟანგბადთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია. როგორ უნდა მოიქცნენ მომავალი კოლონისტები?

 მარსზე მომავალ კოლონისტებს შეუძლიათ პლაზმური ტექნოლოგია გამოიყენონ და თავიანთი საკუთარი ჟანგბადი აწარმოონ. პლანეტის ატმოსფერო 96%-ით ნახშირორჟანგისგან შედგება, რომელიც შეიძლება დაიშალოს სასუნთქად გამოსადეგ ჟანგბადათ და  ნახშირჟანგად. წითელ პლანეტაზე შესაძლოა ამ სათბობზე მომუშავე პირველი გაზის სადგური აიგოს.

ლისაბონის უნივერსიტეტში გამოთვალეს, რომ თუკი ნახშირორჟანგის პლაზმას შექმნიან - ანუ გაზში დენს გაატარებენ - მისი დაშლის პროცესი მარსზე უფრო ადვილად ჩაივლის, ვიდრე დედამიწაზე.

 მარსზე არსებული დაბალი წნევა საშუალებას მოგვცემს ვაკუუმური ტუმბოების ანდა კომპრესორების გარეშე ვიმოქმედოთ. ასევე მარსზე არსებული  დაბალი ტემპერატურა (მინუს 60 გრადუსი) პლაზმას საშუალებას მისცემს უფრო ადვილად გახლიჩოს კავშირი ნახშირბადსა და ჟანგბადს შორის.

 ახლა ეს შეიძლება კარგ თეორიად ჟღერდეს, მაგრამ გამოთვლებმა აჩვენა, რომ 150-200 ვატი საკმარისია რათა მარსულ 25 საათიან დღე-ღამეში 8-16 კილოგრამი ჟანგბადი მივიღოთ. საერთაშორისო კოსმოსური სადგური დღეში 2-5 კილოგრამ ჟანგბადს ხარჯავს. ამიტომაც  ჟანგბადის მისაღები პლაზმური დანადგარი საკმარისი იქნება მცირე დასახლების მოსამარაგებლად.