მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ შევკეროთ ქურქი ისე რომ არავინ გავატყაოთ?

როგორ შევკეროთ ქურქი ისე რომ არავინ გავატყაოთ?

ამერიკელ ბიოტექნოლოგებს ამ კითხვაზე პასუხი უკვე აქვთ. მათ ლაბორატორიაში საფუვრის მეშვეობით ტყავი გამოზარდეს და ახლა მის სამრეწველო მასშტაბებით წარმოებას აპირებენ. ამგვარი ტყავი ხელოვნურად ჩაითვლება თუ ბუნებრივად - ეს ძნელი გადასაწყვეტი საკითხია.

ტყავის წარმოება უძველესი ხელოვნებაა. ყველაზე ძველი ტყავის ნაკეთობის ასაკი 5500 წელს აღწევს. ტყავის გამოყვანა საკმაოდ შრომატევადი და მავნე წარმოება იყო, თუმცა არც თანამედროვე წარმოების ხერხებია ძალიან არომატული. ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ თანმედროვე ქიმიამ ტყავის წარმოება ზნეობრივი კუთხითაც ვერ შეცვალა: ნედლეულს კვლავ ცხოველებისთვის გაძრობილი ტყავი შეადგენს.

ტყავის ნაკეთობათა ბაზარი 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. თუმცა იგი ყოველწლიურად მცირდება, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. თანამედროვე სინთეტიკურმა მასალებმა ტყავის მთლიანად შეცვლა ვერ შეძლო. და აი ამ სფეროშიც გველოდება რევოლუცია: მალე ბაზარზე ფაბრიკაში წარმოებულ ტყავს ვიხილავთ, რომელიც ნატურალურისგან არაფრით განსხვავდება.

კომპანია Modern Meadow  გვპირდება, რომ უკვე ორ წელიწადში ტყავის წარმოებას დაიწყებს. ეს ტყავი ფაბრიკაში გენეტიკურად მოდიფირებული საფუვრისგან მიიღება - მათ დნმ-ში დაუმატეს გენი, რომელიც ძროხის ტყავის მთავარი კომპონენტის - კოლაგენის ცილას - წარმოებაზეა პასუხისმგებელი.

 Modern Meadow-ის ინჟინრებმა შეძლეს საფუვრის მიერ გამომუშავებული ამინომჟავები აეძულებინა ფიბროპლასტები გამოემუშავებინა, რომლებიც ქსოვილს აერთიანებენ. ასე რომ თუ გვაქვს კოლაგენის ძაფები მაშინ ფიბროპლასტების ფენებად დალაგება და ტყავის მიღება უკვე ადვილი საქმეა.

 ამ ხელოვნურ ტყავს ნატურალურის ძირითადი უარყოფითი თვისებები არ გააჩნია: მასზე არაა ნაწიბურები და იარები; მისი დამზადება შეიძლება რულონებად, რაც გამოსაჭრელად მოსახერხებელია; სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი კონფიგურაციის ტყავის მიღება შეიძლება. ხელსაწყოების რეგულირებით შეიძება უფრო რბილი, ანდა უფრო მკვრივი ტყავის მიღება.

 Modern Meadow-ს სამომავლო გეგმებში საფუვრისათვის კოლაგენის სხვა სახეობების წარმოება შედის, რათა ძროხის ტყავის გარდა სხვა სახეობის ტყავებიც აწარმოონ, მაგალითად სირაქლემასი ანდა ნიანგის. მაგრამ ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.