მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ შევქმნათ თვითმოძრავი კარტოფილი (+ვიდეო)

როგორ შევქმნათ თვითმოძრავი კარტოფილი (+ვიდეო)

ინჟინერმა მარეკ ბაჩინსკიმ უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა და ჩვეულებრივი კარტოფილი ავტომობილად აქცია. მისი შექმნილი ავტომობილი „გადარეული მაქსიდან“ გიჟურ ჰიბრიდს ჰგავს.

სკოლის კურსიდან ყველამ ვიცით, რომ კარტოფილში ჩარჭობილი ორი ელექტროდი მცირე ნათურის ასანთებად საკმარის დენს იძლევა. ინჟინერმა მარეკ ბაჩინსკიმ ეს სასკოლო ექსპერიმენტი გააუმჯობესა და კარტოფილი ბორბლებზე დააყენა.

 კარტოფილი საკმაო რაოდენობის ენერგიას არ იძლევა, მაგრამ თუკი მას კონდენსატორს დავუყენებთ, მაშინ დაგროვილი ენერგია მცირე ზომის ელექტროძრავს სავსებით ეყოფა. კონდენსატორი 15 წუთს იტენება და ერთგვარი ბატარეის როლს ასრულებს. პონტუსს - ასე უწოდა ინჟინერმა თავის კარტოფილომობილს - 7,6 სანტიმეტრის გავლა შეუძლია. დღეში კი ავტომობილი მთელი 7,3 მეტრის გავლას ახერხებს.

რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ მარეკმა პონტუსს გადაადგილების მიმართულების თავად არჩევის საშუალება მიანიჭა. როცა მანქანა მზის სხივს მიაგნებს ჩერდება და თან დაჰყვება.