მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორც NASA-ს მიერ გადაღებული ფოტოებიდან ჩანს შავმა ზღვამ ფერი შეიცვალა

როგორც NASA-ს მიერ გადაღებული ფოტოებიდან ჩანს შავმა ზღვამ ფერი შეიცვალა

 შავი ზღვა აღარ არის შავი, ახლა მას ფირუზისფერ-მარგალიტისფერი შეფერილობა აქვს. ეს ცვლილება განსაკუთრებით  უკრაინის, რუმინეთის და ბულგარეთის სანაპიროებზე შეინიშნება.

ფერის ცვლილება კოკოლითოფორიდების ყვავილობას უკავშირდება. ამ პლამქტონური წყალმცენარეს ზედაპირზე კალციუმის კარბონატის დანალექი წარმოიქმნება. ამის გამო მიკროსკოპული ორგანიზმები მასობრივი ყვავილობისას შავი ზღვის წყალს „აზავებენ“. ამას გარდა, მათი გადაადგილება ზღვის დინებების მიხედვით ხდება, რის გამოც კოსმოსიდან  გიგანტური მორევის სახით ჩანან.

ზღაში მიმდინარე ეს მოვლენა ივნისის თვისათვის „საშტატოა“, თუმცა კი წელს იგი განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს. ამას გარდა წყალმცენარის აქტიურმა ყვავილობამ შესაძლოა ზღვაში ჟანგბადის დიდი ნაკლებობა გამოიწვიოს, რაც ზღვის ბინადართ გარკვეულ ზიანს მიაყენებს.