მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსული კოსმოსური ძრავების ამერიკული შემცვლელი

რუსული კოსმოსური ძრავების ამერიკული შემცვლელი

ჯოზეფ ბეზოსმა, Amazon-ის ხელმძღვანელმა და კომპანია Blue Origin-ის დამაარსებელმა თავის “ტვიტერზე“ BE-4 სარაკეტო ძრავის ფოტოები წარმოადგინა. სწორედ ამ ძრავებით აპირებს Blue Origin-ი რუსული РД-180-ის შეცვლას.

 BE-4 ძრავების დამზადება Blue Origin-ისვრცელი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ეს პროგრამა მთვარის ათვისებას ითვალისწინებს.  ასევე დადგება ახალ რაკეტა  Vulcan-ზე, რომელმაც მოძველებული  Atlas V უნდა შეცვალოს. სწორედ ამ უკანასკნელზე დგას რუსული РД-180 ძრვები.Vulkan-ის წარმოება სწორედ Blue Origin-ს აქვს მინდობილი. რაკეტის პირველი გაფრენა 2019 წელს უნდა განხორციელდეს. ახლი ძრავების დაყენებას მძიმე სატვირთო რაკეტა New Glenn-ზეც აპირებენ, რომელიც ჯერჯერობით დაპროექტების პროცესშია.

 სწორედ ეს ძრავა დადგება ბეზოსის მიერ ახლახან გაჟღერებულ მთვარის პროგრამა Blue Moon-ზე. ეს სატვირთო ხომალდი არა მხოლოდ BE-4-ს, არამედ სუბორბიტული რაკეტა New Shepard-ის შექმნისას  მიღებულ გამოცდილებასაც გამოიყენებს. ბეზოსს სურს მთვარეზე ადამიანების მუდმივმოქმედი ბაზა შექმნას და ტვირთების რეგულარული გადაზიდვა განახორციელოს. პროგრამის პირველი გამოცდები 2020 წლისათვის არის დაგეგმილი.

ჯერჯერობით BE-4-ის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია დამზადებული, მაგრამ ბეზოსის თქმით მეორე და მესამეც უკვე გზაშია.