მნიშვნელოვანი სიახლეები
საათი ნამდვილი მეზღვაურებისათვის და არა მარტო (+ვიდეო)

საათი ნამდვილი მეზღვაურებისათვის და არა მარტო (+ვიდეო)

G-SHOCK GWN-Q1000 - ფლაგმანი საათია სერიიდან GULFMASTER. ეს G-SHOCK-ის პირველი საათია, რომელსაც ოთხი გადამწოდი აქვს და მუდმივად ცვლად საზღვაო პირობებს თვალს ადევნებს. იგი სანაპირო დაცვის ოფიცრებისა და საზღვაო საქმიანობით დაკავებული სხვა ადამიანებისთვის არის განკუთვნილი

 ატმოსფერული წნევის გადამწოდი ამინდის უეცარ ცვალებადობას  აფიქსირებს. ტემპერატურის გადამწოდი ჰაერის და წყლის ტემპერატორას გვიჩვენებს. კომპასი ქარის მიმართულებას და მიქცევა-მოქცევის მიმართულებას გვიჩვენებს. სიღრმის გადამწოდი წყლის სიღრმის მიმდინარე ოდენობას გვანახებს. ამ გადამწოდების მეშვეობით საათის მფლობელს წყალში მიმდინარე ვითარების გაგება შეუძლია, მაშინ როცა დრო ძალიან მცირეა, ხოლო გადაწყვეტილების მიღება კი მყისიერად უნდა მოხდეს.

 GULFMASTER-ის სერიის ყველა საათი ნებისმიერი მოგზაურობისას შეუცვლელი თანამგზავრია. მას შესაბამისად დააფასებენ ასევე ექსტრემალური სპორტის მიმდევრებიც. ფუნქციები და დიზაინი ერთი მიზნით შეირჩა - წინააღმდეგობა გაეწია ოკეანისა და ბუნების სხვა სტიქიისათვის. ეს საათი მფლობელს ყველანაირ ვითარებაში ორიენტირებას გაუადვილებს.