მნიშვნელოვანი სიახლეები
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კომბოსტოს პირველი მოსავალი აიღეს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კომბოსტოს პირველი მოსავალი აიღეს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის ეკიპაჟმა ორბიტაზე ჩინური კომბოსტოს პირველი მოსავალი მოიწია.

ექვსი მცირე ზომის, თითო რამდენიმე ფურცლიანი კომბოსტოსაგან  შემდგარი მოსავალი სადგურის ბორტ-ინჟინერმა პეგი უიტსონმა აიღო. იგი სადგურზე სხვა საქმეებთან ერთად „ბოსტანსაც“ უვლიდა. როგორც NASA-ში აღნოშნავენ ეკიპაჟს მოსავლის დაგემოვნების საშუალებას მისცემენ, ხოლო მცირე ნაწილს დედამიწაზე დააბრუნებენ.

ჩინური კომბოსტოს თესლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასული წლის აპრილში მიიტანეს. თავიდან ექვსიდან ერთი თესლი გაღვივებას არ აპირებდა. ამის მიზეზი სავარაუდოთ წყლის ნაკლებობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ უიტსონმა შეძლო მისი „გამოცოცხლება“.

უწონადობაში ბოსტნეულის მოყვანა მომავალი ეკიპაჟების დიეტის გამრავალფეროვნების საქმეს ემსახურება. იგი ასევე მარსის მისიისთვისაც გამოდგება. როგორც NASA-ში აღნიშნავენ ორბიტაზე ეს უკვე  სხვადასხვა ბოსტნეულის მეხუთე მოსავალია.  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასაგზავნი კულტურების შერჩევის საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ ნედლი სახით მირთმევის შესაძლებლობას და მათ  საკვებ ღირებულებას.