მნიშვნელოვანი სიახლეები
სამედიცინო სუპერწებო (+ვიდეო)

სამედიცინო სუპერწებო (+ვიდეო)

მეცნიერებმა სუპერწებოს გაუმჯობესებული ფორმულა შექმნეს, რომელიც რბილ ქსოვილებს და დელიკატურ მასალებს ჰიდროგელთან აწებებს.

სუპერწებოს, როგორც წესი მცირე ზომის პლასტმასის დეტალების დასაწებებლად იყენებენ. ზოგჯერ მოტეხილი ქუსლის დასაწებებლადაც გამოდგება. მაგრამ თუკი ადამიანის  სხეულის ნაწილებია დასაწებებელი, მაგალითად ზურგის მალების დისკები? მეცნიერებმა წებოს ახალი სახეობა შექმნეს, რომელიც რბილ და მყარ ნაწილებს ჰიდროგელთან მყარად აწებებს. ჰიდროგელები ეს ჟელესმაგვარი ნივთიერებებია, რომლებსაც სამედიცინი მოწყობილობებში და „რბილ“ რობოტებში ფართოდ იყენებენ.

 ადრე ამ სფეროს მკვლევარები ზედაპირებს ულტრაიისფერი სხივებით ამუშავებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევათი რამდენიმე საათის მოცდა უწევდათ. ექსპერიმენტალური ფიზიკის სპეციალისტების ახალი აღმოჩენა თავისებურ წებოს წარმოადგენს, რომელიც სუპერწებოს მთავარი ინგრედიენტის - ციანაკრილის ბაზაზეა შექმნილი. მას დაუმატეს ორგანული ნაერთები, რომლებიც ორივე დასაწებებელ ზედაპირში აღწევს და მჭიდრო კავშირის ფორმირებას ახდენს. მთელ ამ დროს სულ რამდენიმე წამი სჭირდება.

 ჰიდროგელური კავშირი 1 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს და 2000%-მდე იწელება. ეს კარგი სიახლეა ხერხემლით დაავადებული პაციენტებისა და  რბილი რობოტების შემქმნელებისათვის. იგი იმავდროულად რბილ პლასტირებში წამლის გაჟონვასაც უწყობს ხელს და ამ დროს ნემსის გაკეთება უკვე აღარ ხდება საჭირო. ეს წებო ასევე გამოადგებად გასაწელი აკუმულიატორების და ელექტრონული კანის შემქნელებსაც. ახალ წებოს ერთადერთი ნაკლი აქვს - ბიუროკრატიული ნაწილი. ამის გამო იგი ბაზარზე 3-5 წლის შემდეგ გამოჩნდება.