მნიშვნელოვანი სიახლეები
Samsung-ის დრეკადი სმარტფონი 2018 წლისათვის გამოვა

Samsung-ის დრეკადი სმარტფონი 2018 წლისათვის გამოვა

იმის შესახებ, რომ Samsung-ი დრეკად ეკრანიანი სმარტფონის გამოშვებას აპირებს, ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ მაშინ ამის შესახებ არაოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ. ახლა კი ამის შესახებ კომპანიამ პირველად ოფიციალურად დააანონსა. იგი  ახალ მოწყობილობას ბაზარზე 2018 წლისათვის გამოუშვებს. ამის შესახებ Samsung Electronics-ის მობილური კომუნიკაციების ქვედანაყოფის  პრეზიდენტმა დონგ ჯინგ კომ (DJ Koh)განაცხადა. თუმცა იქვე დასძინა, რომ არსებობს სიძნელეები, რომლებიც უნდა გადაილახოს.

2013 წელს სამხრეთ კორეულმა კომპანიამ აჩვენა დრეკადი დისპლეის პროტოტიპი სახელად «Youm».  მას შემდეგ ამგვარ ეკრანიანი სმარტფონის გამოსვლის შესახებ ჭორი ბევრჯელ გაისმა. და აი პირველად დასახელდა რეალური თარიღები.

 ამგვარი დისპლეების წარმოება დიდ სირთულეს წარმოადგენს. იგი ბევრი კომპონენტისგან შედგება, ხოლო დამპროექტებლებს ბევრი თავის ტეხვა სჭირდებათ, რათა მათ შორის კავშირები არ დაირღვეს. ამას გარდა დრეკადმა ეკრანმა ფერების სიხასხასე უნდა შეინარჩუნოს, ეს კი შეუძლებელი იქნება თუკი თხელი დამცავი ფენა წყლის ორთქლს და ჟანგბადს გააპარებს.  თანაც არ უნდა დაგვავიწყდს, რომ ეს ყველაფერი მასობრივი წარმოებისას უნდა განხორციელდეს.