მნიშვნელოვანი სიახლეები
სარეკორდო ტევადობის მყარი დისკი

სარეკორდო ტევადობის მყარი დისკი

კომპანია Western Digital-მა მსოფლიოში პირველი 14 ტერაბაიტიანი მყარი დისკი შექმნა.

ახლა მოდელს HGST Ultrastar Hs14 (ბრენდი HGST-ი Western Digital-ს ეკუთვნის) ჰქვია. მწარმოებელმა მეოთხე თაობის HelioSeal-ის (ჰერმეტულ ბლოკში ჰაერის მაგივრად ჰელიუმია) და მეორე თაობის SMR (Shingled magnetic recording) „კრასმიტული“ ჩაწერისტექნოლოგია გამოიყენა, რამაც რეკორდული ტევადობის შექმნამდე მიიყვანა. ამას გარდა შეძლეს მოწყობილობის ენერგომოხმარება შეემცირებინათ: ასე მაგალითად ფუჭ რეჟიმში იგი 5,2 ვატს მოიხმარს, ნორმალური მუშაობისას კი 6,4 ვატს.

 3,5 ინჩიანი დისკი SATA და SAS კონფიგურაციებშია. ორივე ვერსიისათვის ქეშ-ბუფერი 512 მეგაბაიტია, ხოლო მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 223 მეგაბიტი/წამში. Ultrastar Hs14 - კორპორატიული კლასის მოწყობილობაა და ძირითადათ მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვისაა განკუთვნილი. მოდელს ხუთწლიანი გარანტიით უშვებენ.

წინ არეკორდსმენის ტევადობა (ისიც  Western Digital-საა) 12 ტერაბაიტს შეადგენდა. მისმა რეკორდმა მხოლოდ ნახევარი წელი გაძლო. Ultrastar Hs14-ის რეკორდიც სავარაუდოთ დიდხანს არ იარსებებს: მომდევნო წლისათვის კომპანია Seagate 16 ტერაბაიტიანი მყარი დისკის გამოშვებას გეგმავს.