მნიშვნელოვანი სიახლეები
სასაათო სარტყლების პრობლემის დაძლევაში თვალის ბადურა დაგვეხმარება

სასაათო სარტყლების პრობლემის დაძლევაში თვალის ბადურა დაგვეხმარება

მეცნიერებმა აქამდე არ იციან თუ როგორ მუშაობს შინაგანი საათი. სამაგიეროთ მათ ჯეტლაგისაგნ, ანუ სასაათე სარტყლების სინდრომისგან „განკურნების“ საშუალებას მიაგნეს.

ბიოლოგიური საათი ადამიანის ყველაზე საიმედო მექანიზმია: იგი მუშაობს 24 საათი, კვირაში შვიდი დღე.  არეგულირებს ძილიდან მეტაბოლიზმამადე ყველა სასიცოცხლო ფუნქციას. მაშინაც კი როცა ჩვენ სხვა სასაათო სარტყელში გადავდივართ, ისინი მაინც აგრძელებენ მუშაობას.

ახალი კვლევის საგანი  თვალის ბადურაში არსებული უჯრედების ჯგუფი გახდა, რომელიც თავის ტვინში სინათლის ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აგზავნის. ეს უჯრედები ანტიდიურეტული ჰოქმონების მოლეკულებს გამოიმუშავებენ, რომლებიც ბიოლოგიური საათის მუშაობის რეგულირებას უწყობს ხელს.

 როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შესაძლებელია ამ უჯრედების ქცევის იმგვარად დარეგულირება, რომ ანტიდიურეტული ჰორმონის სიგნალი შეასუსტოს. ეს თავის მხრივ „აურევს“ შინაგანი საათის მოქმედებას და შორეული გადაფრენების დროს მათ კონტროლს გაუწევს.

 „ჩვენ არ შეგვიძლია ტვინში რაიმე პრეპარატის შეშხაპუნება, მაგრამ შეგვიძლია თვალის ისეთი წვეთების შექმნა, რომლებიც ბიოლოგიურ საათს „გადაიყვანენ“, - აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, შოტლანდიის ედინბურგის უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგი მაიკ ლუდვიგი. – „ეს რა თქმა უნდა ფუტურისტულად ჟღერს, ვინაიდან ჩვენ ამგვარი გამოგონებისაგან ჯერ კიდევ შორსა ვართ“.

 ლუდვიგის მანჩესტერელი კოლეგის ჰიუ პიგინსის აზრით, ამგვარი პრეპარატის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ტვინის ზოგიერთი უჯრედები თავად გამოიმუშავებენ ანტიდიურეტულ ჰორმონს, ამიტომაც იმის განსაზღვრა თუ რომელი გამოიმუშავა თვალის ბადურამ, საკმაოდ ძნელი იქნება.

 ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჰორმონი დიდ როლს თამაშობს წნევის დარეგულირებაში და ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებაში. ამიტომაც სანამ ჯეტლაგის წამალს შექმნიან მეცნიერებს მანამდე მისი გვერდითი მოვლენების შესწავლა მოუწევთ.