მნიშვნელოვანი სიახლეები
შეიქმნა “კალამი“, რომელიც კიბოს 10 წამში აღმოაჩენს

შეიქმნა “კალამი“, რომელიც კიბოს 10 წამში აღმოაჩენს

მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა სახელად  «MasSpec Pen», რომელიც კიბოს ქსოვილს 10 წამში 96%-იანი სიზუსტით ცნობს.

სიმსივნეზე ოპერაციის დროს ქირურგი ცდილობს კიბოს მთელი ქსოვილი ამოკვეთოს და იმავ დროს ჯანმრთელი ქსოვილი ხელუხლებლად დატოვოს.  თანამედროვე მეთოდები ქირურგს საშუალებას აძლევს ნიმუშები ლაბორატორიულ ანალიზზე გააგზავნოს. ეს ანალიზი კი რამდენიმე დღეს გრძელდება. ქსოვილი ასევე შეიძლება გაიყინოს და გაანალიზდეს ოპერაციის მსვლელობისას, მაგრამ ამას 15-20 წუთი დასჭირდება, თანაც ეს მეორე მეთოდი ნაკლებად ზუსტია.

 ოსტინში, ტექსასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მცირე ზომის „კალამი“, რომელიც იგივე ანალიზს 10 წამში ატარებს. მოწყობილობა მცირე რაოდენობის წყალს იყენებს (10 მიკროლიტრს), რათა პაციენტის ქსოვილის მოლეკულა „აიღოს“. შემდეგ ნიმუში მილაკებით ხელსაწყოს გადაეცემა, რომელიც განსაზღვრავს კიბოსათვის დამახასიათებელ ნიშნებს და ატყობინებს ქირურგს ქსოვილი დაავადებულია თუ ჯანმრთელი.

 მკვლევარებმა MasSpec Pen-ი 253 ადამიანის ქსოვილის ნიმუშებზე გამოსცადეს - როგორც ჯანმრთელზე,ისე დაავადებულზე. ლაბორატორიის თაგვებზე გამოცდისას „კალამი“ 96%-იანი სიზუსტით ასრულებდა სამუშაოს. ამას გარდა მოწყობილობა არ აზიანებდა ჯანმრთელ ქსოვილს და არ იწვევდა სტრესს გამოსაცდელ ცხოველებში.

 მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ 2018 წლისათვის ახალ მოწყობილობას ქირურგიული ოპერაციისას გამოცდიან.