მნიშვნელოვანი სიახლეები
შეიქმნა ნატრიუმ-იონური აკუმულიატორი, რომელიც ლითიუმ-იონურს არ ჩამოუვარდება

შეიქმნა ნატრიუმ-იონური აკუმულიატორი, რომელიც ლითიუმ-იონურს არ ჩამოუვარდება

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ახალი, ნატრიუმ-იონური აკუმულიატორი, რომელიც ტევადობით და ეფექტურობით ლითიუმ-იონურს არ ჩამოუვარდება და მასთან შედარებით 80%-ით უფრო იაფი ღირს.

ინჟინერ-ქიმიკოსის ჟენან ბაოს (Zhenan Bao) სიტყვებით, ეფექტურობაში ლითიუმის ჯობნა ძალიან ძნელი არის, მაგრამ იგი იშვიათი და ძვირია. ამიტომაც საჭირო იყო უფრო იაფი და ეფექტური ბატარეების შექმნა, რომელიც ფართოდ გავრცელებულ ელემენტებზე იქნებოდა დაფუძნებული.

სტენფორდში შექმნილ აკუმულიატორს ანოდად ფოსფორი, ხოლო კათოდად ნატრიუმის როდიზონატი აქვს. თავიდან ახალ აკუმულიატორში ტევადობა განმეორებითი დატენვისას საგრძნობლად მცირდებოდა.  მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ როდიზონატის ნაწილაკების შემცირებისას სტრუქტურული ცვლილებებიც ეფექტურად მცირდებოდა. შედეგად მიიღეს აკუმულიატორი, რომელსაც განახლებადი ტევადობა 484 მილიამპერ-საათი გრამზე გააჩნია, ხოლო ენერგეტიკული სიმკვრივე 726 ვატ-საათს კილოგრამზე შეადგენს. ამასთან ენერგოეფექტურობა 87%-ის ფარგლებში აღმოჩნდა.

ახლა მეცნიერები ანოდის ოპტიმიზაციას ეცდებიან, რომლის მასალადაც ფოსფორი გამოიყენება.