მნიშვნელოვანი სიახლეები
შეიქმნა საღებავი, რომელიც ყოველგვარ ზედაპირს სენსორულად აქცევს (+ვიდეო)

შეიქმნა საღებავი, რომელიც ყოველგვარ ზედაპირს სენსორულად აქცევს (+ვიდეო)

Electrick-ის ტექნოლოგიას, რომელიც აშშ-ს კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში შექმნეს, თითის ადგილმდებარეობის 1 სმ სიზუსტით განსაზღვრა შეუძლია. ამ ტექნოლოგიით ნებისმიერი ზედაპირი ტაჩპადად გადაიქცევა. ამისათვის მცირეოდენი დენგამტარი აეროზოლის საღებავის დამატებაა საჭირო.

 Electrick-ი მცირე ზომის ელექტროდებს იყენებს, რომლებიც შეღებილი ზედაპირის ნაპირებთან არის მიერთებული. ამგვარად ტექნოლოგია, რომელიც საღებავის მცირე ბალონშია მოთავსებული, ხეს, პლასტიკს, ლითონს და პლასტელინსაც კი სენსორულ ზედაპირად აქცევს.

 Electrick-ის ტექნოლოგია ზუსტად ისე მუშაობს როგორც ბევრი ტაჩპადი: როცა მომხმარებელი თითით ეხება ზედაპირს, იგი გარკვეულ წერტილში ელექტრულ მუხტს „ანთავისუფლებს“. კომპიუტერი ეკრანის ცალკეულ უბნებს შორის ელექტრული მუხტის სხვაობას ითვლის და ამგვარად შეხების შესახებ ინფორმაციას ტაჩსკრინის პროგრამას გადასცემს.

 ვიდეოზე ტექნოლოგიის ავტორები ერთ წუთში სათამაშოს, გიტარას და კედლებსაც კი სენსორულად აქცევენ. ისინი ასევე სპეციალურ დამცავ საფარველსაც იყენებენ, რათა დროთა განმავლობაში საღებავი არ მოშორდეს.